Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

3 რჩეული ქართული ღვინო The Telegraph-ის მიხედვით

Telegraph ბრიტანული ჟურნალია, სადაც გასულ კვირაში ქართული ღვინის შესახებ მორიგი სტატია გამოქვეყნდა. ვიქტორია მური, ღვინის მწერალი, მკითხველს ქართული ღვინის მახასიათებლებისა და ტექნოლოგიის შესახებ უამბობს, სტატიის დასასრულს კი ექსპერტების რჩეულ 3 ღვინოსაც ასახელებს: "ქართული ღვინო ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა, ქვევრში დავარგებული ქარვისფერი ღვინო - განსაკუთრებით. მისი ისტორია იცვლება, დროსთან ერთად კი, ქართული ღვინის მიმართ ჩემი აღტაცება იზრდება." - წერს ღვინიც მცოდნე ვიქტორია მური და მკითხველს ქვევრის ტექნოლოგიასაც უზიარებს.

სტატიაში დაგ ვრეგი, Les Caves de Pyrene-დან (ბრიტანეთში მსხვილი ღვინის იმპორტიორი კომპანიიდან) საუბრობს და აღნიშნავს, რომ 15 წლის შემდეგ ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა მართლაც შესამჩნევად გაიზარდა: "ქართული ღვინის გაყიდვების დაწყებიდან ახლა, 15 წლის შემდეგ, სრულიად სხვა სურათია. ღვინის ტურიზმი შესამჩნევლად გაიზარდა. ახლა ბევრი ამზადებს ღვინოს ქართული ძირძველი ვაზის ჯიშებისგან. იყენებენ კრახუნას, ციცქას, საფერავს და ა.შ. თუმცა საკმაოდ შემცირდა მეღვინეების მხრიდან ღვინის დაყენებისას წიპწებთან ხანგრძლივი კონტაქტი და მაცერაცია, რომელიც ღვინოს სულ სხვა ტექსტურასა და შეფერილობას აძლევს." - ამბობს დაგ ვრეგი და დასძენს, რომ თანამედროვე "ევროპული" ტექნოლოგიის ღვინოს უპირატესობას უფრო მეტი მეღვინე ანიჭებს საქართველოში, ვიდრე ტანინიანსა და მძიმე, სხეულიან ღვინოებს.

იმპორტიორი მარიამ გუნიავას ღვინოებზეც საბრუობს: "მიუხედავად იმისა, რომ მარიამი მამამისის მსგავსად ღვინოს ქვევრში აყენებს, მისი ღვინოები ძალიან ხალისიანი, სასიამოვნო და მსუბუქია".

ავტორი კი იმ მიზეზსაც ახსენებს, რატომაც ზოგიერთი მწარმოებელი ქვევრს ნაკლებად იყენებს: "თუ ჭურჭელი სათანადოდ არ არის გაწმენდილი, მასში დავარგებული ღვინო შეიძლება ბაქტერიული დაავადებით დაზიანდეს და ზადი გაუჩნდეს. ზადიანი ღვინის გაყიდვა მეღვინეების რეპუტაციას ძალიან ლახავს, პროდუქციის გაფუჭება კი დიდი ხარჯია მწარმოებლისთვის." - ვკითხულობთ სტატიაში. შემდეგ ვიქტორია მური მკითხველს რჩეულ ღვინოებსაც უზიარებს.

პირველი ღვინოა "თელიანი ველის" გაუფილტრავი საფერავი 2020 - მკვეთრი წითელი შეფერილობის ამ საფერავს მუქი კენკრის არომატები, ფოთლოვანი ნოტები და სასიამოვნო ტანინების დონე ახასიათებს.

"ხოხბის ცრემლები", საფერავი, 2021 -"გამოირჩევა მჟავე ქლიავისა და ანისულის ვარსკვლავის ნოტებით ხასიათდება, ძალიან მოუხდება ღუმელში დამზადებული ცხვრის კერძებს".

"მარიამ გუნიავას მარანი", ციცქა, 2021- გამაგრილებელ, მსუბუქ თეთრ ღვინოს მწვანე ქლიავის, ატმის, გარგრისა და კომშის ნოტები ახასიათებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული