Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2018 წლის ქართული ღვინის ქრონიკა

  • ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“- (3-4 თებერვალი) და ქალაქ სომურში ‘’La Dive Boutteille”-ში (4-5 თებერვალი) გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში.
  • 6-9 მარტს ქართული ღვინის კომპანიები კვების პროდუქტებისა და სასმელების 43-ე საერთაშორისო გამოფენაში ,,FOODEX JAPAN 2018” მონაწილეობდნენ, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა.
  • 11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” ჩატარდა, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობდნენ.
  • 18-20 მარტს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2018“, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.
  • 22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 98th China Food & Drinks Fair) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობდა.
  • 11-13 აპრილს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ’’Wine and Gourmet Japan 2018” ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.
  • 23 აპრილს, ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair’’ იყო წარმოდგენილი.
  • 24-27 აპრილს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „GastroNord 2018“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა.
  • 3-4 მაისს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.
  • 12 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, რიგით მე-9 „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.
  • 13-14 მაისს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობდა.
  • 29-31 მაისს, ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა “Vinexpo HK- 2018” გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.
  • 14-16 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიმართა. მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია მონაწილეობდა.
  • 18-21 ივნისს თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიმართა.
  • 5-დან 21 ოქტომბრამდე გამართული „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში, ღვინის გამოფენა-ფესტივალები თბილისში, თელავში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართა.
  • 1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina გაიმართა, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობდა.
  • ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკსა (4-5 ნოემბერი) და ლოს-ანჯელესში (11-12 ნოემბერი) გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებში ,,RAW Wine” მონაწილეობდნენ.
  • 7-9 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2018” ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.
  • 7-9 ნოემბერს თბილისში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (EAWSC) „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართა.
  • 11-13 ნოემბერს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ გაიმართა. ფორუმი მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციასა და სამეცნიერო კონფერენციას ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
  • 13-15 ნოემბერს ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობდა.
  • 15-17 დეკემბერს, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
  • © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული