გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2011 - 00:01
ამ ღვინოში კარგადაა შერწყმული ერთმანეთს ტრადიცია და თანამედროვეობა. სოფელ კონდოლში გაშენებული ბებერი ვაზიდან ჩამოკრეფილი ყურძნიდან თანამედროვე ღვინის დაყენება სწორედ ამას ნიშნავს, ამავე დროს, იგი ტრადიციული წესით, ქვევრშია დადუღებული და შემდეგ, როგორც ბევრი თანამედროვე ღვინო, ახალ მუხის კასრებშია დაძველებული. ძალზე ცოცხალი შინდისფერი აქვს და ეფექტური სურნელებით გამოირჩევა, სადაც საუკეთესო საფერავისთვის დამახასიათებელი შავი კენკრის ტონების გარდა დაფნისა და სუნელ-სანელებლების არომატებიც ჩნდება. გემოზე რბილია, მუხა უკვე კარგადაა შერწყმული ღვინის სიძლიერესთან და ხასიათთან. დაბოლოებაში ნიგვზის ტონებიც ჩნდება, რაც აგვირგვინებს პირველ შთაბეჭდილებებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი