გამოქვეყნებულია: 22 მაისი, 2022 - 23:18
სტილი: წითელი მშრალი, ქვევრში დადუღებული და დავარგებული
ადგილი: კახეთი, გურჯაანი
ჯიში: კაბერნე სოვინიონი
ალკოჰოლი: 13%
ფერი: მოძოწისფრო-ალუბლისფერი
სურნელი: თავიდანვე იგრძნობთ მწიფე, დავარგებული ღვინისთვის დამახასიათებელ არომატებს - ტკბილი ტყლაპი, მწიფე შავი ხილი, ლეღვის მურაბა
გემო: ჩამოყალიბებული, რბილი ღვინოა, დახვეწილი ტანინებითა და განგრძლივი დაბოლოებით
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 16–18°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი