გამოქვეყნებულია: 7 იანვარი, 2009 - 03:07
500 გ. თაფლი
500 გ. შაქარი
100 გ. კარაქი
2 ს/კ ღორის ქონი
1 ჩ/კ დარიჩინი
1 ჩ/კ კარდამონი
1 ჩ/კ მიხაკი
1/2 ს/კ ბაჰარი (ე.წ. душистый перец)
120 გ. კაკაო
1 ჩ/კ სოდა
1 კვერცხი
625 გ. ფქვილი
მარილი
250 გ. წყალი
100გ. დაფქვილი ტკბილი ნუში
10 ცალი დაფქვილი მწარე ნუში
2 ლიმონის ცედრა
გავათბოთ თაფლი, დავუმატოთ შაქარი, ცოტა შევაგრილოთ და დავუმატოთ ცხიმი. დავდოთ გასაგრილებლად. გაცრილი ფქვილი, სუნელები, კაკაო, კვერცხი და დანარჩენი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და ნელ-ნელა დავუმატოთ თაფლის მასას. ბოლოს დავუმატოთ ლიმონი და ნუში. გავაბრტყელოთ (დაახლოებით 5 მმ. სისქე), ამოვჭრათ სხვადასხვა ტოლი ფორმებით, დავდოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ "ჟარონაზე" და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება. შემდეგ გამოვიღოთ, მოვრთოთ სხვადასხვა მინანქრით (თქვენი ფანტაზიით), ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ან ნუში, ან ნებისმიერი სხვა სასუსნავი.
© miau
თემა:
თქვენი კომენტარი