Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აკაკი სირაძე - ყველაზე ახალგაზრდა მეღვინე „ღვინის სოფელში“

ლევან სეფისკვერაძე

პროექტ „ღვინის სოფელში“ ჩართულ მეღვინეებს შორის 23 წლის რაჭველი მეღვინე აკაკი სირაძე ყველაზე ახალგაზრდაა. აკაკი მამასთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში უკვე მესამე წელია უძღვება საოჯახო მარან „ქვე შენი ჭირიმეს“ და რაჭული ენდემური ვაზის ჯიშებიდან ხუთი სახეობის ღვინოს აყენებს.

აკაკი სირაძეს „ღვინის სოფლისგან“ მეღვინეობის კუთხით პირველ ყოვლისა ცოდნის ამაღლების ეიმედება. მას სწორად მაშინ შევხვდით და ვესაუბრეთ, როდესაც სირაძეების კუთვნილი ჯერ ისევ მშენებარე მარნის ეზოში აღნიშნული პროექტის ფარგლებში მეღვინეობის ექსპერტი ვანო შიუკაშვილი სპეციალურად რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინეებისათვის რთველის სწორად დაგეგმავზე ტრენინგს ატარებდა. 

აკაკი სირაძე, მევენახე-მეღვინე: “საოჯახო მარანი ქვე შენი ჭირიმე“: „მევენახეობა-მეღვინეობით დავინტერესდი 2017 წელს. მანამდე ოჯახის მფლობელობაში იყო 1 ჰექტარი ვენახი. 2017 წლიდან გავაფართოვეთ ვენახი და ჯამში გავზარდეთ 2 ჰექტრამდე. სწორედ ამ წლიდან დავიწყე ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ბაზარზე ბრენდირებული სახით წარდგენა. ეს საქმე ყოველთვის მიზიდავდა და მომწონდა, რადგან შეხება გაქვს სიცოცხლესთან და ცოცხალ ორგანიზმთან, რაც ადამიანს ყოველთვის დიდ სიამოვნებას განიჭებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი ღვინის სოფელი" და რას მოელით ამ პროექტიდან?

- ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის და რეგიონში არსებული მცირე მარნებისთვის. ტრენინგები, რომელსაც ხელმძღვანელობს „ღვინის კლუბი“, ემსახურება რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.  აუცილებელია ღვინის მწარმოებლებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოუარონ ვენახს, მოიწიონ ხარისხოვანი ყურძენი და შემდგომში აწარმოონ კარგი ღვინო. რაც შეეხება მოლოდინს -  ვფიქრობ ამ პროექტმა უნდა გაზარდოს რეგიონისა და რეგიონში არსებული მცირე მარნების ცნობადობა როგორც საქართელოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოწვეული ვიზიტორების მეშვეობით.

- დღეს ძირითადად რა ღვინოებს აწარმოებთ და აქვე შეგეკითხებით, ბოლო წლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ.

- ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს, რათქმაუნდა რაჭული ენდემური ჯიშებისაგან. სამომავლოდ ეს სია გაიზრდება, რაც შეეხება მიღწევებს - ჩვენი ღვინოები გაემგზავრა იაპონიასა და ჰოლანდიაში. 

- გვითხარით, გეხმარებათ თუ არა ოჯახი ყურძის მოწევაში და ღვინის დაყენებაში?

- მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ამ საქმეში ჩართული და თითოეულ წევრს საქმე გვაქვს გადანაწილებული.

- თქვენი სოფელი რითია გამორჩეული მეღვინეობის კუთხით?

- ჩემი სოფელი ბუგეული მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ხვანჭკარის მიკრო ზონაში. გამოირჩევა ზომიერი ტენიანობით სითბოსა და სიცივის თანაბარი ცვალებადობით, შავი მიწა, ნეშომპალა და თიხნარი ნიადაგებით, ასევე მკვეთრად დახრილი სავენახე ფერდობებით, რაც იძლევა საუკეთესო ნედლეულისა და მზა პროდუქტის მიღების წინაპირობას.აბა მითხარით, ასეთ ადგილზე როგორ არ უნდა მოვიდეს კარგი ყურძენი?

- როგორც ვიცით ღვინოს ქვევრშიც აყენებთ. რას გვეტყვით ქართული ქვევრის ფენომენის შესახებ?

- ქართული ქვევრი არის ძალზედ დიდი ფენომენი და კულტურის მატარებელი, რომელიც მოიცავს საქართველოს მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას. აწარმოო ქვევრის ღვინო - ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ქართველი მეღვინეებისთვის.

- ახლა რამდენი ქვევრი გაქვთ და სამომავლოდ თუ გეგმავთ მარნის გაფართოებას?

- ჩემს მარანში განთავსებულია 3 ხუთასლიტრიანი ახალი ქვევრი. უკვე დასასრულს უახლოვდება ახალი მარნის მშენებლობა, სადაც განთავსდება 10 ტონის მოცულობის ქვევრები.

- დაბოლოს, ტრადიციულად გკითხავთ, თქვენ რას ურჩევდით დამწყებ და ახალბედა მეღვინეებს?

- რაც მთავარია მიიღონ მეღვინეობის კუთხით განათლება. ასევე საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და პირველ რიგში საკუთარი საქმის დიდი სიყვარული“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული