Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გზა ახალი სტაბილური ბაზრებისკენ

ქართული ღვინის ექსპორტი 2022 წლის 6 თვის მონაცემებით

ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 67 ქვეყანაში გავიდა ქართული ღვინო.

წელს მთლიანობაში ექსპორტირებულია 46 500 000 ბოთლი ღვინო. ჯამში ეს რიცხვი შარშანდელი 6 თვის მონაცემებზე 0.1%-ით, 53 000 ბოთლით მეტია. პირველი ექსპორტიორი ქვეყანა, როგორც წინა წლებში, ახლაც რუსეთია. წელს 7%-ით მეტი ბოთლი ღვინოა გასული რუსეთში ექსპორტზე (29 950 072), ვიდრე შარშან.

თუ 2021 წელს ღვინის ექსპორტზე რუსეთის წილი იყო 56%, ხოლო უკრაინის კი 11%, წელს უკრაინაში ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოდან 1,769,364 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 66%-ით ნაკლებია შარშანდელი წლის პირველ 6 თვესთან შედარებით.

მიმდინარე წელს გაზრდილია პოლონეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტზე 32%-ით, ასევე ზრდაა გერმანიისა და საფრანგეთის მიმართულებით. მათთან ერთად აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაორმაგდა ინგლისში, იაპონიაში, თურქმენეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბრაზილიაში და ა.შ. ყაზახეთში წელს 7%-ით (124,376)-ით ნაკლები ღვინო გაიგზავნა. აშშ-ში კი 16%-იანი ზრდაა, მთლიანობაში 581,196 ღვინოა გასული ექსპორტზე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად, 2020 წლისა და 2021 წლის მონაცემებს თუ დავაკვირდებით, შესამჩნევი, 19%-იანი მატებაა თვალშისაცემი, მაშინ, როცა 2017-2018 წლებში მთლიანობაში საშუალოდ მხოლოდ 450 000 ბოთლ ღვინომდეა ექსპორტირებული. 2005-2016 წლამდე კი ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ბოთლი ღვინო გადიოდა ამერიკის ბაზარზე. ამ თვალსაზრისით მზარდი ტენდენცია შეინიშნება 2017 წლიდან. 2019-დან 2021 წლამდე საქართველოს ღვინის ექსპორტის 93,5 მლნ. ბოთლი 107 მილიონამდე გაიზარდა, ამერიკის მიმართულებით კი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გაყიდული ღვინოების რაოდენობა 29%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია რომ წელს ბრაზილიის მიმართულებით გავიდა 11,262 ბოთლი ღვინო, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავია. 2021 წლის განმავლობაში ბრაზილიაში სულ 732 ბოთლი ღვინო გაიგზავნა, 2005-2016 წლებში კი მხოლოდ 16 ბოთლი. ერთი სიტყვით, გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო ბრაზილიური ღვინის ბაზრის ათვისება. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველი 6 თვის განმავლობაში საფრანგეთში 332,654 ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე. გასულ 2 წელიწადში მთლიანობაში საფრანგეთში კი სულ 213,880 ბოთლი ღვინო იყო გასული, რასაც წლევანდელი 6 თვის მონაცემები ბევრად აღემატება. უნდა აღვნიშნოთ ინდოეთიც, სადაც წელს 2664 ბოთლი ღვინო გავიდა, შარშან კი მხოლოდ 8 ბოთლი. აქაც ბრაზილიის შემთხვევა გვაქვს. მსგავსი მზარდი ტენდენცია გვხვდება უნგრეთშიც და გერმანიაშიც. გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება ექსპორტი, წელს 500 000 ბოთლი ღვინო გაიგზავნა, რაც შარშანდელთან შედარებით 40%-იანი ზრდაა.

ღვინის ექსპორტი შემცირებულია ესპანეთში 50%-ით, კანადაში 35%-ით, ასევე ყირგიზეთში, სადაც შარშანდელთან შედარებით 100 000 ბოთლი ღვინით ნაკლებია გაგზავნილი. აშკარა კლებაა სამხრეთ კორეასა და აზერბაიჯანში, ასევე ჰონგ-კონგსა და მოლდოვაში.

მთლიანობაში, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ომისა და გარკვეული მოლოდინებისა, ექსპორტი მთლიანობაში იზრდება და ქართული ღვინის შესახებაც მსოფლიოში ყოველთვიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს.

მოამზადა ელენე ცინცაძემ

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.