Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი - ტრენინგი ჭრებალოში - ღვინის ტურიზმი და ღვინის მარკეტინგი

20 თებერვალს „ღვინის კლუბი“ 13:00 საათზე ამბროლაურის რაიონის სოფ: ჭრებალოში - „ჭრებალოს მარანში“
„USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - "ღვინის ტურიზმი და ღვინის მარკეტინგი".


ტრენინგს გაუძღვება - ტურისტული კომპანია “ჯორჯიან თრეველ გრუპის” შემომყვანი ტურიზმისა და ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორი თამუნა კურტანიძე.


„ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.


ტრენინგის ბოლოს ჩატარდება მევენახეობა-მეღვინეობის მორიგი კონსულტაცია გიორგი ბარისაშვილთან და ვანო შიუკაშვილთან.


შეხედრის დასრულების შემდეგ ეტიკეტის დიზაინის შესახებ კონსულტაციებს ასევე გაგიწვთ დიზაინერი მამუკა ტყეშელაშვილი.


ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს.


ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები.


დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული