მალხაზ ხარბედია - 10 თებერვალი, 2012 - 18:59
რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის დავდეთ აქ ეს მასალა. პირიქით, მადლობელი დაგრჩებით. ჩემი შედგენილი არაა, მაგრამ ვინც შეადგინა და თარგმნა იმის შრომა უფრო დაფასდება თუკი კიდევ უფრო შევავსებთ და დავხვეწთ ლექსიკონს :)
ერეკლე ჩიგოგიძე - 10 თებერვალი, 2012 - 16:19
ძალზე საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა. თუმცა გერმანულენოვან ცნებებთან გარკვეული - ცაკლეულ შემთხვევებში მეტად თვალშისაცემი, უზუსტობებია გაპარული. თუკი სურვილი გექნებათ, სიამოვნებით მოგაწვდიდით ჩემს კომენტარებს.
ქვევრი - 10 თებერვალი, 2012 - 15:46
მთელი სიმპოზიუმის მასალებს ჯონი იღებდა და ვინმემ ხომ არ იცის ამ მასალების ხვედრი? საინტერესო იქნებოდა ერთიანი ფილმის დადება, რომელიც ასახავდა მთელი სიმპოზიუმის მიმდინარეობას...
გიორგი ბარისაშვილი - 9 თებერვალი, 2012 - 20:04
ქედს ვიხრი ამ გადაცემის წინაშე... ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს არცერთი გადაცემა თუ ფილმი, რმელიც ქართულ ღვინოზე თუ სხვა სიმდიდრეზე იქნება გადაღებული.
Noble - 8 თებერვალი, 2012 - 17:42
გამაცანით ეგ გოგო :)))))
ქვევრი
ერთი დღე, როცა შეძლებ თავისუფალი დროის გამონახვას, მინდა გარკვეული რჩევები მივიღო შენგან მარნის მშენებლობა–მოწყობის საკითხებში, დიდად მოხარული ვიქნები თუ დამაკვალიანებ, რა და როგორ გავაკეთო.
გარკვეული მონახაზი უკვე მაქვს ბროშურის, კლუბის სტატიების და ფორუმის დახმარებით.
ქვევრი - 8 თებერვალი, 2012 - 13:46
რავა გეკადრება ბატონო, გულშიც კი არ გამივლია. უბრალოდ ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება მინდოდა და...
ქვევრი - 8 თებერვალი, 2012 - 13:37
კარგი ნაშრომია! ისე რომ გამოიცეს კიდეც ურიგო არ იქნება. მე მაქვს რამოდენიმე კომენტარ/დამატება და რომ მოვიცლი გაახლებ.
მალხაზ ხარბედია - 8 თებერვალი, 2012 - 13:29
მეგობრებო, სიამოვნებით მივიღებთ შენიშვნებს ლექსიკონთან დაკავშირებით, ასევე დამატებით განმარტებებს და სხვ. რჩევებს ლექსიკონის შევსებასთან დაკავშირებით.





