qvevri - 14 თებერვალი, 2012 - 18:14
აშკარად რაღაც პირადული წყენა უფროა ეს ყველაფერი. ანუ, ბატონი შაპუწიე რომელიღაც კონკურენტ კოლეგაზეა გულმოსული მასზე უკეთ რომ ყიდის ღვინოებს, თორემ სად ორგანული და სად ძმართან შედარება.
No-spa - 14 თებერვალი, 2012 - 10:56
ამ ტიპის მხატვრობას ღვინის პატივისცემით იწყებენ თუ რამე სხვა მიზეზიც აქვთ?
მალხაზ ხარბედია - 14 თებერვალი, 2012 - 10:45
ისე, ამ შაპუტიესი გამკვირვებია. თან ბიოდინამიკას აწვება... ბლომად ორგანულ ღვინოები აქვს.
ქვევრი - 14 თებერვალი, 2012 - 09:48
ორგანული ღვინის წარმოებისას გოგირდის გამოყენება არავის არასოდეს აუკრძალავს. არ ვიცი რაზე საუბრობს ყოვლადპატივცემული ბატონი მიშელ შაპუტიე(ფრანგული აქცენტით), მაგრამ ეს ასე არაა! აი ნატურალური ღვინის წარმოება სხვაა. ამ შემთხვევაში "ნატურალისტები" გოგირდის ნატამალსაც არ იყენებენ, თუმცა მე ვერ ვხვდები რატომაა ასეთი ღვინო ძმარი??? მაგალითად ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელსაც გოგირდი არაა დამატებული ასეთი ღვინო ძმარია? მოკლედ შესაძლოა ფრანგული ორგანული და ნატურალური ღვინოები მართლაც ძმარია, მაგრამ ქართულზე კი ყველამ ბოდიში მოიხადოს.
მალხაზ ხარბედია - 13 თებერვალი, 2012 - 21:46
ეხა გადავამოწმე და ექსპლორერით მართლაც არ ჩანს :)სამაგიეროდ ჩანს სხვა დანარჩენი ბრაუზერით.
ქვევრი - 13 თებერვალი, 2012 - 20:36
სხვებმაც მითხრეს არა ჩანსო...სხვა ადგილიდანაც ვცადე, მაგრამ ამაოდ... იქნებ მოუკვარახჭინო რამე.





