Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

დღის ფოტო: დუღილის ჩრდილები მარანში

ფოტოს ავტორი: მამია ტყეშელაშვილი
გადაღების ადგილი: მალხაზ ხარბედიას მარანი „კალამი“, სოფელი ჩარდახი, 2018 წელი.

ტექსტი: ირენა მახარაძე

ფოტოზე ქვევრის ამოსარევი ორი ჯოხია აღბეჭდილი. მათ დუღილისას ჭაჭის მძიმე ქუდები უკვე ჩატეხეს, რათა ქვევრიდან საუკეთესო ფერები და არომატები ამოიყვანონ, ახლა კი ისვენებენ. მხატვრის თვალმა კი კედელზე მათი ჩრდილები დაგვანახა. უყურებ და  ღვინის დუღილის ხმაც გესმის, მარნის გრილ ჰაერსა და მის გამაბრუებელ სურნელსაც შეიგრძნობ. ეს კადრი სავსეა მოლოდინით: მიწისქვეშ, ქვევრში, სიცოცხლე დუღს და ახალი ღვინო იბადება, ზევით კი, ჩრდილების თამაშში, თითქოს დრო გაჩერდა.

ახლა, წლების შემდეგ, ეს კადრი კიდევ უფრო ძვირფასი და მრავლისმთქმელი გახდა ჩვენთვის. მასში მხოლოდ მარნის წამიერი ყოფიერება როდია აღბეჭდილი - ეს ფოტო იქცა ორი მეგობრის ძმობის, ერთგულებისა და ღვინის დაყენებისადმი იმ საერთო, უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლოდ, რომელიც მათ აერთიანებდათ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა