Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქარვისფერი ღვინო ვენაში - Orange Wine Festival 2025

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში „Orange Wine Festival 2025“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. 
ფესტივალი, რომელიც 2012 წლიდან ტარდება, ყოველწლიურად იმართება ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო პლატფორმას ქარვისფერი ღვინის მიმართულებით. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 12 ქვეყნის 90 მწარმოებელი და 350-მდე ღვინო.
ფესტივალში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, პროფესიული წრის წარმომადგენლებთან ურთიერთობასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას უწყობს ხელს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ქართველი მეღვინეების ეფექტური წარდგენა უზრუნველყო ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციულმა მხარდაჭერამ.
ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაცია არ შემოფარგლულა ევროპით. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მონაწილეობდნენ ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Orange Glou Fair“ და პირველ ქართულ ქარვისფერი ღვინის ფესტივალში „Amber Georgia“.
ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულად ატარებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას. 2013 წლიდან სააგენტო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც ხელს უწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას.
2025 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 29 საერთაშორისო ფესტივალზე და გამოფენაზე, ასევე დაახლოებით 250 დეგუსტაცია-სემინარზე, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული ღვინის გლობალური პოზიციების განმტკიცებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა