Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

ტორონტოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის A+M Consulting and Communications ორგანიზებით, კანადის ქალაქ ტორონტოში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია – Wines of Georgia Trade Tasting გაიმართა.

ღონისძიების მიზანი კანადის ბაზარზე ქართული ღვინის მრავალფეროვნების, გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო.

დეგუსტაციის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ასორტიმენტს, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, უნიკალური ტრადიციები შეეფასებინათ.

ღონისძიების ფარგლებში ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის ორი მასტერკლასი ჩატარდა, რომლებსაც 80-მდე პროფესიონალი დაესწრო. პარალელურად გამართულ ღია დეგუსტაციაში კი 200-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა.

ტორონტოში გამართული ღონისძიება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და კანადელ ღვინის პროფესიონალებთან, იმპორტიორებსა და მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა