Pa_rome - 17 ივლისი, 2012 - 09:20
მეგობრებთან ერთად დავაგემოვნე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
ბოთლის ცოლიკოური ასეთი ჯერ არ გამისინჯავს. რომ ვსვავდით სოფელ ობჩაში მეგონა თავი. რაც მეტი მსგავსი ღვინო იქნება ბაზარზე მით უფრო დაინახავს საზოგადოება ბოთლის ღვინის ღირსებას.
დიდი მადლობა ამ ღვინის მწარმოებლებს!
Kera Wine - 16 ივლისი, 2012 - 13:32
ღვალაძეების ღვინოს ჯერ კიდევ მარტში, აპრილის პირველ რიცხვებში მიაკვლიეს ღვინის კლუბმა და ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა, ერთობლივი პროექტის განხორციელებისას. დაახლოებით იმავე პერიოდში შედგა ღვინის კერის (ღვინის კერა ღვინის კლუბის ინიციატივით შექმნილი პროექტია, რომელიც საუკეთესო ოჯახური მარნების შერჩევას და მათი პროდუქციის პოპულარიზებას ისახავს მიზნად) და ღვალაძეების სიტყვიერი შეთანხმება მისი ღვინოების ჩამოსხმის და შედარებით ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. ღვინის კლუბმა პირველი შეხვედრისთანავე მოიწვია ღვალაძეების მარანი ახალი ღვინის ფესტივალზე (ისევე როგორც ბევრი სხვა მარანი, რომელსაც წლის განმავლობაში რეგიონებში ხვდებიან ხოლმე კლუბის წევრები). ღვალაძეების ღვინომ ადვილად გაიარა ღვინის კლუბის შესარჩევი ტური და მოხვდა ფესტივალზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ აქ გასინჯა ღვალაძის ღვინო პირველად ელიზბარ თალაკვაძემ, შეიძინა ადგილზე ჩამოტანილი 10 ლიტრი ღვინო, ჩამოასხა რამდენიმე ბოთლი და გაყიდა. თუკი ამ 10 ლიტრის გაყიდვა მევენახე–გლეხების დახმარებად მიაჩნია ბატონ ელიზბარს, მაშინ ღვინის კლუბის და ღვინის კერას დამსახურებასაც ნუ აუვლის გვერდს და ცოტა კორექტულად შეაფასოს თავისი კოლეგების ძალიან მძიმე შრომა, რომლებიც ადგილზე, სოფ. ობჩაში ჩავიდნენ ჩამოსასხმელად, რათა ღვინო მგზავრობისას არ შელახულიყო (მოგეხსენებათ, დიდი ჭურჭლით გადატანა და ხანგრძლივი მგზავრობა ღვინოს ვნებს), ჩაიტანეს ჩამომსხმელი და სხვა ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც ხარისხიანი ღვინის ჩამოსხმისთვისაა საჭირო, შეიძინეს ღვინო, ადგილზე ჩამოასხეს ასეულობით (და არა 10 ან 15) ბოთლი და მოგვიანებით თბილისში, ადგილობრივი ღვინის მოყვარულებს წარუდგინეს იგი. ცხადია ზოგიერთმა მაღაზიამ 60% თავისი ფასნამატიც დაადო ღვინოს, რის შემდეგადაც ერთი ბოთლი 24.50 ლარი გახდა. სარდაფიდან ღვინო კვლავინდებურად 15.00 ლარად იყიდება. ასერომ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ცოტათი გაუგებარია ბატონი ელიზბარის პრეტენზიები.
გიორგი - 16 ივლისი, 2012 - 11:39
ბატონო ელიზბარ მე თქვენთვის შეურაწყოფა არ მიმიყენებია და არ გეკადრებათ ამხელა კაცს ეგეთი საუბარი. წარმოებასა და ვაჭრობაში საკმაოდ გამოცდილი ბრძანდებით და ისიც გეცოდიებათ ფასები როგორ ყალიბდება ბაზარზე. ასე რომ სიხარბე აქ არაფერ შუაშია. მემგონი თქვენ სხვა რაღაც გაწუხებთ და პირდაპირ შეგიძლიან თქვათ ყოველგვარი შეურაწყოფეფის გარეშე.
რაც შეეხება მევენახე გლეხების დახმარებას მეც მიხარია რომ ეს შეძელით და დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტის დახმარებას შეძლებთ.
ელიზბარ თალაკვაძე - 15 ივლისი, 2012 - 09:36
ერთბაშად იმდენი ადამიანი გავანაწყენე, როგორც ჩანს, ღვალაძის ღვინის ჩამოსხმა საქართველოს მეღვინეობის ძირითად მიმართულებად იქცა.ბედნიერი ვარ, რომ ერთი მევენახე გლეხის დახმარება მაინც შევძელი.
მესაფლავე - 15 ივლისი, 2012 - 00:33
ბატონო ელიზბარ, მე გავსინჯე კერა ვაინის ცოლიკოური და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფასი არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ჩემი აზრით ამ სეგმენტში რაც ღვინოებია ბაზარზე თამამად დაუდგება გვერდით.
ეხლა მთავარი საკითხი. თქვენ ამბობთ რომ ეგ ღვინო გაქვთ 7,80 ლარში.
ორშაბათს მოვალ თქვენთან და 50 ბოთლ ცოლიკოურს ავიღებ, რაღა თქმა უნდა თუ დაავადებული არ იქნება, ოღონდ ორშაბათს მჭირდება პატარა მეგობრულ ვახშამზე. ველი თქვენს პასუხს.
otelo - 14 ივლისი, 2012 - 23:42
შერემეტიევ, ეგ უკვე ღორობაა :) მართლა ეგრე იბარებს? თუ ასეა, ეგ თალაკვაძე ყოფილა ვინც ყოფილა. მე კომბინატში მაქვს ვენახები, არ ჩაიბარებს წარაფის ფასში? წელს კაი მოსავალი ჩანს, თუ უნდა წინანდალიც დააყენოს. მანავისთვისაც გამოადგება :)
შერემეტიევი - 14 ივლისი, 2012 - 22:33
გლეხებისგან მოწყობილის ყურძნის ჩაბარება და შემდეგ ამ ყურძნისგან მიღებული ღვინის წარაფად გასაღებასაც მოვუძებნოთ იქნებ შესაბამისი სახელი.
Anonymous - 14 ივლისი, 2012 - 16:05
ღვინის კლუბის პრეზიდენტს და წევრებს ვთხოვდი, იქნებ რამენაირად შეძლოთ და ეს თემატური ლექციები ვიდეო კამერით გადაიღოთ და შემდეგ საიტზე დადოთ. რადგან ბევრი მსურველი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დადის თქვენს შეხვედრებზე. მადლობა წინასწარ.
ელიზბარ თალაკვაძე - 14 ივლისი, 2012 - 14:32
იქნებ გვითხრათ რითია დაავადებული? ფასნამატი ჩვენს მაღაზიაში 30%-ია.ღვალაძე თავის ღვინოს 4 ლარად ყიდის 1 ლიტრს. მაგ დაავადებას სიხარბე ჰქვია.
გიორგი - 14 ივლისი, 2012 - 13:49
ბატონო ელიზბარ, ჯერ ერთი ეს ღვინო ვინც ჩამოასხა თავისი მაღაზია არ აქვს და მაღაზიებში აბარებს რის შემდე რა თქმა უნდა მაღაზია პროცენტს ამატებს. მერე მეორე თქვენს მიერ ჩამოსხმული ღვინო არის 2010 წლის მოსავალი რომელიც ცოტა არ იყოს დაავადებულია და მეტად არც უნდა გაიყიდოს. მემგონი თავადაც რომ გასინჯოთ და შეადაროთ ყველაფერს მიხვდებით.





