kvevri - 27 ივლისი, 2012 - 22:15
მართალი ხარ... ისე მეც ვენდობი მაგათ და ეს წერილი მაგათზე არ დამიწერია, თორემ რამე რომ მქონდეს შემჩნეული არ მოვერიდებოდი. ერთხელ საფერავი მაჩუქეს და ფრიად მომეწონა მისი ჭაშნიკი. მავანის მწვანე კარგი იდეაა! უკეთესი მთლად: მიკროზონა და აპელესიონი შევაჯვაროთ და მიკროლესიონი დავარქვათ საეჭვო ღვინოებს... და თუ ბოლოში სიტყვა ტეღუაღსაც დაუმატებთ, ანუ "მიკროლესიონ ტეღუაღ" ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო პირდაოპირ, როგორც იტყვიან ბდღვნის, მაგრამ საკითხავია რას (ი)ბდღვნის...
მალხაზ ხარბედია - 27 ივლისი, 2012 - 21:41
ხოდა დაანებე თავი, ეწეროს უბრალოდ, მწვანე :) არც მე დავარქმევდი მანავს. საერთოდ, არც ერთ გაცვეთილ ადგილწარმოშობას არ გამოვიყენებდი მე რომ ღვინის ავტორი ვიყო (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც). პერსპექტიულ, მომავლის ადგილწარმოშობებს კი ბატონო :)
ალეკო ცქიტიშვილი - 27 ივლისი, 2012 - 21:37
იდეა მაქვს - ეგეთ ღვინოებს დავარქვათ მავანის მწვანე :))))თუმცა, ვინივერიას მე პირადად ვენდობი და რაკი უწერიათ, მანავიდანააო, ე.ი. მანავიდანაა. აგერ, ნიკი ანთაძეც არ აწერს მანავის მწვანეს ეტიკეტზე, მაგრამ განა მისი ღვინო მანავის მწვანისა არ არის?
kvevri - 27 ივლისი, 2012 - 21:19
ამჟამად საქართველოს მიკროზონების საზღვრები, მავანთა ტვინნაღრძობობის გამო გაზრდილია და შესაბამისად, შესაძლოა სოფელ მანავიდან სულაც არ იყოს ეს ყურძენი მოკრეფილი, მაგრამ მიკროზონაში მაინც ხვდებოდეს. ისევე, როგორც, მაგალითად ქინძმარაულის მიკროზონა. სულაც არაა საჭირო ქინძმარაულში გქონდეს ვენახი, ან ხვანჭკარაში და სხვა. მოკლედ ვგულაობთ... ეხლა ვაპირებ მცხეთაში ჩემს ხეივანზე მოვკრიფო ტურძენი და დავაყენო ღვინო. მერე ეტიკეტზე ატენის მიკროზონას ვგლიჯავ. რა მოხდა მერე ამით? აქვეა არ არის ყურიძირში ატენი?
ალეკო ცქიტიშვილი - 27 ივლისი, 2012 - 12:30
თუ მანავში მოკრეფილი ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული, ეტიკეტზე რატომ ადგილწარმოშობის დასახელებას - "მანავის მწვანეს" არ აწერენ? ამ გზით ხომ უფრო მეტ ინტრიგას გაუჩენენ მომხმარებელს და სავარაუდოდ, მოგებასაც მეტს ნახავენ.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 ივლისი, 2012 - 12:28
ძალიან საინტერესოა. ყოველთვის მომწონდა "ვინივერიას" დავარგებული ღვინოები. სიამოვნებით გავსინჯავდი ბოლო მოსავლის "მწვანეს"!
aisbergi - 27 ივლისი, 2012 - 11:21
ძველ ფილმ ,,ღიმილის ბიჭებში"ა ასეთი ფრაზა: აბა პითაგორა რითი გვჯობია ჩვენო, იმან ნიუტონის კანონი არ იცოდა, ჩვენ კი ვიცითო!
kritikosi - 25 ივლისი, 2012 - 23:26
გასაოცარი ამბავია, რომ ვინმე ელიზბარა თალაკვაძე,რომელსაც ჯერ ქვეყნისთვის ღირებული არაფერი გაუკეთებია, აბდაუბდას ეძახის ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომს. არ შეიძლება, ასეთი ფუყე ამპარტავნებით შევაფასოთ დარგის ავტორიტეტების მემკვიდრეობა, როგორც არ უნდა მოძველებული იყოს იგი დღევანდელი გადასახედიდან. ყველაზე დამაინტრიგებელი კი ის არის, რომ ამ ჩვენ ბატ. ელიზბარას მიუჩნევია - ქართულ ენაზე მეღვინეობის სფეროში ღირებული არაფერი დაწერილაო. საინტერესოა, თვითონ რომელ წიგნებს დაეწაფა უცხო ენაზე ისეთს, რომ ახლა თავი გაბრწყინვებული მოძღვარი ჰგონია.
ერეკლე - 25 ივლისი, 2012 - 10:47
არსებობს ასეთი ცნება: „სელექციური კითხვა“. ანუ ტექსტში ყურადღებას ამახვილებ იმაზე, რაც კონკრეტულად გჭირდება ან, რაც - უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე - მისაღები და სასარგებლოა. მით უმეტეს, როდესაც ისეთ ტექსტებზეა ლაპარაკი, რომლებიც დაწერილია „ბნელი რომ იყო ხალხი მაშინ“ და რომელთა ისტორიული ღირებულება, შესაძლოა, უფრო მაღალია ვიდრე წმინდა პრაგმატული. ძალიან მარტივია: დღევანელი პერსპექტივიდან შევხედოთ, თუ რა გამოცდილება იყო დაგროვილი და რომელი ტექნოლოგიები - აქტუალური 120 წლის წინ. ან როგორ ხდებოდა ამ ყოველივეს წერილობითი სახით დაფიქსირება. არ მგონია, რომ შესაბამის კონტექსტში თანამედროვე არქიტექტორი ან მშენებელი დღეს სახლების ისლით გადახურვის ან ხსნარში კვერცხის გულის შერევის საკითებზე კამათობდეს. სრულად გეთანხმებით, რომ გაფუჭებული ღვინო უნდა გადაიღვაროს. თუმცა აცილება უფრო ადვილია ვიდრე მოცილებაო, ჩამოთვლილი დაავადებების გამომწვევი მიზეზები კი, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც დღემდე არ კარგავენ აქტუალობას. ამ კუთხით შევხედოთ და ძალიან ნუ გავუწყრებით ვასილ პეტრიაშვილს :)





