Anonymous - 3 აგვისტო, 2012 - 23:22
მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქორწინების 2 წლისთავის აღნიშნვა რესტორან "პასტორალში". თავიდან ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი - ძველებური (ცოტა უკვე მობეზრებული რეტრო) დიზაინი, საგანგებოდ ჩამოძენძილი აბაჟურებით და საკერებლებიანი გადასაფარებლებით, მომხიბლველი იყო ფასებიც, კალაუბნის რესტორნების პირობაზე:) სხვა რაღაცეებთან ერთად შევუკვეთეთ ხინკალი (რად გვინდოდა ასეთ რესტორანში ხინკალი, არ ვიცი), რომელიც მოტანის მომენტში უკვე გახსნილი იყო (ყველა!), ცომი დაფლეთილი... არც ერთი საშუალო დონის დიასახლისის გაკეთებული ხინკალი არ მინახავს ასეთი...
მომსახურე პერსონალი ნამდვილად არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ყურადღებით, ძალიან უნდა გეცადა, რომ რომელიმე მათგანის ყურადღებით გესარგებლა.
მართალია, არც ჩვენ გამოვსულვართ გაბრაზებულები იმიტომ, რომ ჩვენს დღესასწაულს ვერ დაჩრდილავდა პასტორალის პირდაბჩენილი ხინკლები, მაგრამ მივხვდით, დღესასწაულები ისეთ ადგილებში უნდა დაგეგმო, სადაც წინასწარ იცი, რომ მომსახურება კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს შენს სადღესასწაულო განწყობას...
BENDI - 3 აგვისტო, 2012 - 23:05
ჰოდა,ღვინის შინაარსი ასე "ადვილს" ვერ გასცდა აქ რაცაა??? :)))
ალეკო ცქიტიშვილი - 3 აგვისტო, 2012 - 11:47
მეორე რეპორტაჟს ვკითხულობ უკვე და მგონი, ეს ნიუს.ჯი-ს ვარკვლავთმიმნიჭებელი ღვინოს არა სომს. მოვკვდი ინტერესით, რა ღვინო დაალევინეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უწერია!
ალეკო ცქიტიშვილი - 1 აგვისტო, 2012 - 17:11
28 ივლისს იქ არ იდო?! :)) საკუთარი თვალით ვნახე. ე.ი. მას შემდეგ გამქრალა :(((((
მალხაზ ხარბედია - 1 აგვისტო, 2012 - 13:07
რა იტალია? აგერ ზანგს დაუკავშირდეს, ასეთი პირდაპირი და ეფექტური არა, მაგრამ ამაზე გაცილებით ღრმა ცოლიკოური და ცოლიკოური/ციცქა აქვს სარდაფში :)
slow - 1 აგვისტო, 2012 - 12:43
მართლაც გაქრა სამწუხაროდ :(
იტალიიდან მოგიწევს გამოწერა





