Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

მალხაზ ხარბედია - 29 სექტემბერი, 2012 - 03:05

გადაცემა "ღვინის გზამკვლევის" 28 სექტემბრის ჩანაწერში წარმოგიდგენთ:

გადაცემის წამყვანი მალხაზ ხარბედია და ენოლოგი გიორგი სამანიშვილი აფასებენ, რამდენად აქვს ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა და არის თუ არა მზად ქართული ღვინის ინდუსტრია ამისთვის. 

სალომე აფხაზიშვილის სიუეჟეტი ღვინის სამკურნალო თვისებებზე მოგითხრობთ, რომელიც ნიკო შაყულაშვილის საემცნიერო კვლევას ეფუძნება.

რადიო-ბლოგს კვლავ პაატა ქურდაძე წარმოგიდგენთ, რომელიც ამჯერად ბურგუნდიული ღვინის ისტორიას გვიყვება.

გადაცემას ასრულებს სიუჟეტი, ღვინის გემოსა და მისი შეფასების კრიტერიუმების შესახებ.


მალხაზ ხარბედია - 25 სექტემბერი, 2012 - 22:00

კაი ახლა, ნუ ააგებთ შეთქმულების თეორიებს :)) უბრალო შეცდომაა, ექსპოს მიერ გამოგზავნილ მასალას ქვესათაური არ ჰქონდა, ისე კი გამოყოფილი იყო ცალკე ეს კატეგორია, მაგრამ უქვესათაუროდ. ამიტომ ჩვენმა ჟურნალისტმაც გაიმეორა შეცდომა და პირდაპირ მიაყოლა მშრალების ჩამონათვალს. ახლა უკვე ჩასწორდა, მალობა ოპერატიულობისთვის მეგობრებო.


მალხაზ ხარბედია - 25 სექტემბერი, 2012 - 21:54

მადლობა შენიშვნისთვის :)


Anonymous - 25 სექტემბერი, 2012 - 20:04

ეჰ ჩემო სლოუ, ჩემორჩი ცხოვრებას ხომ ხედავ:)როგორ და ასე იყო საჭირო და მოხვდა ბატონო! სამომავლოდ თუ საჭიროა მაგენი პორტვეინებშიც მოხვდებიან, ხერესებშიც, შამპანურებშიც და სხვა. მოკლედ როგორც სიტუაციამ მეითხოვა ეტყობა ისე მოიქცა მავანი და რას ერჩი ახლა მაგათ?....
slow - 25 სექტემბერი, 2012 - 18:01

ეს ღვინოები მშრალის კატეგორიაში როგორ მოხვდა? "ხვანჭკარა, შუმი, 2011, 87,2 ქულა ვერცხლის მედალი ხვანჭკარა, KTW, 2011, 86,2 ქულა ქინძმარაული, KTW, 2011, 86 ქულა უსახელაური, მეღვინეობა ხარება, 2011, 86,8 ქულა ხვანჭკარა, ვაინმენი, 2011, 86 ქულა უსახელაური, უსახელაურის ვენახები, 2010, 86 ქულა ქინძმარაული, ჯი-ვი-ესი, , 86,4 ქულა"
Anonymous - 25 სექტემბერი, 2012 - 15:04

სახელი გაასწორეთ http://en.wikipedia.org/wiki/Tom_yum
No-spa - 18 სექტემბერი, 2012 - 17:38

იფ იფ რა კარგი იყო?!
ზურა თ. - 16 სექტემბერი, 2012 - 01:46

სულ აურია ფორმატი, გადაურია სიტყვები. იმედია გაიგებთ.
ზურა თ. - 16 სექტემბერი, 2012 - 01:42

ივანე ჯავახიშვილი, რომელიც ბევრ წყაროს ეყრდნობოდა, წერს, რომ 19-საუკუნეში გურიაში აგრეთვე გავრცელებული იყო ქვემოთ ჩამოთვლილი ჯიშებიც. წარმოშობა მე მივუთითე ზემოთ გამოქვეყნებული სიის მიხედვით. თეთრიშა, სამეგრელო თითა თეთრი, ალბათ აჭარის კაპისტონი, ალბათ სამეგრელოდან კეთილური, სამეგრელო კიკაჩაი თეთრი, იმერეთი კლარჯული, აჭარა კოლოში, სამეგრელო მეკურენჩხი, ალბათ დამახინჯებული ვერსია აჭარის მეკრენჩხისა მუხიშხა, სამეგრელო მწვანე, აჭარა ოცხანური, (საფერეო არ წერს, არ ვიცი რა არის) სამაჭრე თეთრი, სამეგრელო სამაჭრე შავი, იმერეთი სამჭაჭა, იმერეთი ღორისთვალა შავი, იმერეთი შავყურძენა, იმერეთი ჩხაბერძული, სამეგრელო ცხენისძუძუ, ალბათ აჭარული ძელშავი, იმერეთი ჭოდი, აჭარა აგრეთვე აღმოვაჩინე მის მიერ დასახელებული გურიაში გავრცელებული, ზემოთ გამოქვეყნებული სიისთვის უცნობი ჯიშები: მცვინარა საკვირჩხილა ქვაფათური ღორისთვალა თეთრი წიაღომინა ხარდანი ისე, როგორ დაადგინეს აჭარულია თუ გურული ესათუის ჯიში? რატომ არის მაგალითად კლარჯული აჭარული და არა გურული, რადგანაც აჭარა უფრო ახლოსაა კლარჯეთთან? :-)
Anonymous - 15 სექტემბერი, 2012 - 01:36

გეთანხმებით, გასათვალისწნებელი შენიშვნაა.
საქართველოს ღვინის რუკა