მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ფაილის გასახსნელად აუცილებლად უნდა გადაწეროთ სამივე ბმულიდან. რამდენიმემ მომწერა იმის შესახებ, რომ ვერ ხსნიდა ფაილს. როდესაც სამივე საქაღალდეს გადაწერთ, უბრობლემოდ გახსნით. წარმატებები.
ნახე როგორ ჩამოარაკრაკა ყველა ხერხი.... რაიყო, შენც მაგით ხოარიყავი დაკავებული? :)) ხუმრობა იქით იყოს, და მემგონი ჩვენთვის ცნობილი კომპანიები პასტერიზაციას, შაქარწყლებს და ეგეთ რაღაცეებს უკვე ნაკლებად იყენებენ, ყოველ შემთხვევაში ქინძმარაულში, ხვანჭკარაში და ა.შ.... თუმცა დიდი რაოდენობით შენს მიერ ჩამოთვლილი ტექნოლოგიით ღვინო ალბათ მაინც მზადდება ქვეყანაში. ალაზნის ველი საუკეთესო მაგალითია, და რაღაც გაუგებარი კომპანიების მიერ წარმოებული ესეთი ღვინო ეფინება სრულიად მსოფლიოს და ქართული ღვინის სახელით რომ სარგებლობს, ეგეც ფაქტია :(((
ისე, მარტო ეგ როდია გლენი :) კიდე ბევრი საოცარი გლენი არსებობს: გლენლივეტი, გლენფარკლასი, გლენგოინი, გლენტოშერსი, გლენტარეტი....
ნებისმიერი სასმელს უნდა ჰქონდეს დაძველების პოტენციალი, ისე აზრი არა აქვს. მაგალითად, იაფფასიანი ვისკი ან უხარისხო ე.წ. კონიაკი გინდ შეგინახავს გინდ არა :) თუმცა ზოგადად სპირტიან, მაღალგრადუსიან სასმელს არაფერი ემართება დროთა განმავლობაში, არ ფუჭდება. ხოლო ღვინომ საკმაოდ მალე შეიძლება დაკარგოს თვისებები, განსაკუთრებით თეთრებმა, ე.წ. ევროპულებმა. + ბევრი რამეა დამოკიდებული მოყვანის ადგილზე, ჯიშზე და ღვინის დაყენების წესზე. ესენი უმთავრესია. მაგ, მაღალმჟავიანი და ე.წ. ტანინიანი ღვინოები უფრო კარგად ინახება, თუმცა მჟავიანობა და ტანინები ერთად–ერთი ფაქტორი არაა ღვინის დაძველებისას. ანუ მარტო მჟავიანობა და ტანინები ვერ ქმნის დასაძველებელ ღვინოს.ასევე მნიშვნელოვანია შენახვის წესებიც, ტემპერატურა და სხვ.. თუკი ღვინო პლასტმასის ჭურჭელში ინახება, არანაირი აზრი არა აქვს დაძველებას. ღვინო ვერ განვითარდება. უფრო მეტიც, ღვინო უარესობისკენ შეიცვლება. ბოცაშიც და ცისტერნებშიც მისი განვითარების დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდული იქნება. ერთმანეთისგან განსხვავდება ღვინის შენახვა და დავარგება. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. კარგია ღვინო ნატურალურსაცობიან ბოთლში დავაძველოთ. მუხაში და სხვადასხვა ჭურჭელშიც აძველებენ, მაგრამ ბოთლი ყველაზე საიმედო წესია დაძველების. კარგად ძველდება კახური, ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელმაც რამდენიმე თვე ჭაჭაზე და კლერტზე გაატარა. ძლიერი საფერავები. მუკუზანი და ა.შ. ნახევრადტკბილი ღვინოების შენახვაზე არც კი იფიქროთ :)) ასევე უბრალო შუშხუნა ღვინოებზე. ღვინომ შეიძლება 10–15 წელიც შეინახოს თავი, 50–ც, და 2 წელიწადშიც მოკვდეს, ანუ დაკარგოს ყველა თვისება... სურნელი, გემო, ძალა, სიღრმე... ერთი სიტყვით, როგორც გითხარით, თითოეულ ჯიშს, ადგილს, მეთოდს (როგორაა ღვინო დაყენებული), გათვალისწინება უნდა, როდესაც ღვინის დაძველებაზე ვსაუბრობთ. გვითხარით კონკრეტულად რომელი ღვინის დაძველებას აპირებთ და შევეცდებით გიპასუხოთ, ღირს თუ არა ამ ღვინის დავარგება :)
იმედია გასაგებად დავწერე ეს ყველაფერი. საკმაოდ ძნელია ღვინის დაძველებაზე კონკრეტიკის გარეშე საუბარი :)





