Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

SevenFifty Daily ქართული ღვინის შესახებ

ახლახან ამერიკულ ონლაინ გამოცემაში  SevenFifty Daily სტატია სათაურით  „ქართული ღვინო ქარვისფერი იდენტობის მიღმა“ გამოქვეყნდა.

პუბლიკაცია, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Glodow Nead Communication მხარდაჭერით მომზადდა, მიმოიხილავს როგორც ქართული ღვინის წამყვანი კომპანიების პროდუქციას, ისე საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის უნიკალურ შესაძლებლობებს. ავტორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრმა და ქარვისფერმა ღვინოებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების გზაზე, დღეს ქვეყნის ღვინის ინდუსტრია ბევრად უფრო ფართო და მრავალფეროვან ისტორიას ჰყვება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის წარმატება დიდწილად სწორედ ქვევრის ტრადიციამ განაპირობა.

8 000-წლიანი მეღვინეობის ისტორია, უნიკალური მეთოდები და ბუნებრივი ღვინის მოძრაობასთან დაკავშირებული პოპულარობა საქართველოს გამორჩეულ ადგილს ანიჭებდა მსოფლიო ღვინის რუკაზე. თუმცა დღეს, როდესაც ქართული ღვინის ექსპორტი და ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მეღვინეობის აღქმა მხოლოდ ქარვისფერი ღვინოებით არ უნდა შემოიფარგლოს.

სტატიაში საუბარია საფერავზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ქართული წითელი ღვინის მთავარ წარმომადგენლად ყალიბდება. ღვინის ექსპერტების შეფასებით, საფერავის მძლავრი სტრუქტურა, მუქი ხილის ტონები და ბუნებრივი მჟავიანობა მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზარზე. ამასთან, ინტერესის ზრდა შეინიშნება ნახევრადტკბილი ღვინოების, მათ შორის ხვანჭკარის მიმართაც, რომელიც ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ტრადიციულ სტილად არის წარმოდგენილი.

პუბლიკაცია ასევე მკითხველს საქართველოს სხვადასხვა ღვინის რეგიონს აცნობს. თუ კახეთი ძლიერი, ტანინიანი და ქვევრში დაყენებული ღვინოებით არის ცნობილი, დასავლეთ საქართველო სრულიად განსხვავებულ სტილს სთავაზობს მომხმარებელს. იმერეთის, გურიის, ქართლის, რაჭის, მესხეთისა და აჭარის ღვინოები გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, მინერალურობით, ელეგანტურობითა და მრავალფეროვანი არომატული პროფილით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ ადგილობრივ ჯიშებს, როგორიცაა ცოლიკოური, ციცქა და შავკაპიტო, რომელთა პოტენციალსაც ექსპერტები საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აფასებენ.

სტატიის მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ქართული ღვინო მხოლოდ ქვევრითა და ქარვისფერი ღვინოებით არ შემოიფარგლება. საქართველოს უმდიდრესი მევენახეობითი მემკვიდრეობა, ასეულობით ადგილობრივი ჯიში, განსხვავებული კლიმატური ზონები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ქმნის მრავალფეროვან ღვინის კულტურას, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ფართო წარმოჩენა სჭირდება.

სტატიას ორიგინალში გაეცანით აქ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა