მალხაზ ხარბედია - 27 ივნისი, 2012 - 18:56
სლოუ, მაგ 20–იანებიდან კარგად ჩანს ჯენსისი რომ რისლინგის დიდი დამფასებელია.
ქვევრი - 27 ივნისი, 2012 - 18:30
კუზები და კვერცხები არ ითვლება, თორემ ზოგ ცხოველს კუზისხელა კვერცხი აქვს და ზოგს კი კვერცხისხელა კუზი...
ალეკო ცქიტიშვილი - 27 ივნისი, 2012 - 14:43
ბატონო ელიზბარ, 9-ბალიანი კი არა, 20-ბალიანიო! ასე რომ, მაღალ კლასთან და მაღალ ნიშანთან გვაქვს საქმე! რაც შეეხება ამ ღვინოების დეფიციტს, მართალი შენიშვნა გახლდათ, ვიდრემდის ნატურალური ღვინოების ბარი "ღvino underground" გაიხსნებოდა. იცით ალბათ, რომ ნატურალური ღვინოების მწარმოებელი ეს ჯგუფი, ძირითადად, ექსპორტზე მუშაობდა და თბილისის ორიოდე ღვინის მაღაზიაში მათგან მხოლოდ ორი-სამი მარნის ღვინოების შეძენა იყო შესაძლებელი. ახლა კი მართლაც კარგი საშუალება გვაქვს ნატურალური ღვინოების მოყვარულებს - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გახსნილი ახალი ბარის სახით, სადაც უკვე ყველა აქ დასახელებული მარნის ღვინის შეძენა შეგვიძლია.
slow - 27 ივნისი, 2012 - 14:40
ამ გვერდზე თუ გადავალთ, ვნახავთ რომელ ღვინოებს აფასებს ჯენსისი 20 ქულით http://www.wine-searcher.com/jancisrobinson.lml
Anonymous - 27 ივნისი, 2012 - 12:43
ჯერ ეს ერთი 16 არა 17 ქულა დაუწერა. მერე მეორე 20 ბალიანი სისტემიდან 17 ქულა საკმაოდ მაღალი შეფასებაა და სკოლის სამიანთან შედარება უბრალოდ უაზრობაა. და საერთოდ ვერ გავიგე იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ ქართული ნატურალური ღვინის და მისი ავტორის ესეთი წარმატება რატომ ცდილობთ რომ დაამციროთ????
Anonymous - 27 ივნისი, 2012 - 12:19
ზემოთ დასახელებული თითქმის ყველა ნატურალური ღვინო და კიდევ სხვა ღვინოებიც გალაქტიონ ტაბიძის 15- ში იყიდება.
ელიზბარ თალაკვაძე - 27 ივნისი, 2012 - 10:33
მაშინ ასე თუ ისე გასაგებია - 9 ბალიანი სისტემა ჰქონია და 16 ქულა დაახლოებით სკოლის 3-იანი გამოდის. ერთი რამ მაოცებს - ჯაყელების და ჯონის გარდა ამ ხალხს ერთი ბოთლი ღვინო ვერ წავართვი მაღაზიაში დასადებად და რაც არა გაქვს იმის შეფასებას რა აზრი აქვს?
slow - 27 ივნისი, 2012 - 09:32
ასე განსაზღვრავს თვითონ ჯენსის რობინსონი მის მიერ მინიჭებულ ქულებს-
20 - Truly exceptional
19 - A humdinger
18 - A cut above superior
17 - Superior
16 - Distinguished
15 - Average, a perfectly nice drink with no faults but not much excitement
14 - Deadly dull
13 - Borderline faulty or unbalanced
12 - Faulty or unbalanced
დაც შეეხება ანთაძის მწვანეს, მასზე საქართველოს არცთუ რიგითმა დეგუსტატორმა განაცხადა, რომ საერთოდ მოხსნიდა დეგუსტაციიდან მისი ნება რომ ყოფილიყო.
ელიზბარ თალაკვაძე - 27 ივნისი, 2012 - 01:03
ხომ არ იცით მონრაშეს რამდენს უწერს რობინსონი?





