Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

solomon - 20 მარტი, 2011 - 16:50

რა ყველაფერი ჩვენ უნდა წაგვგლიჯონ, რა ვართ ასეთი ბედოვლათები. იცავს ვინმე ჩვენს ღვინოს, _ ქვევრის იქნება თუ "ბოჭკის"... სომხებს მაგალითად ვერ აქცევ (რაც არ ეკუთვნით, იმასაც გეცილებიან), მაგრამ გამოსაფხიზლებლად მაინც გამოვიყენოთ მაგათი "თავდადება"...
sweet girl - 17 მარტი, 2011 - 06:43

როგორც ყოველთვის, რთული აქაც შეუდარებელია :)
ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 17 მარტი, 2011 - 04:33

ჩემი შეფასება კი ასეთია: 1. ვაზის მეჩხერი დარგვა ხელს არ უწყობს ნიადაგის თვისებების "გადასვლას" ღვინოში. დაბალია ყურძნის ხარისხი. 2. არ ხდება ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვა (მაგ. გამოიყენება ძალიან ძველი კასრი, ზედმეტად "ნიავდება" ქვევრის ღვინო). დასკვნა: საქართველოში მევენახეობა–მეღვინეობის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია და სანამ სომხებს და ბულგარელებს მივდგებით, თავს უნდა მივხედოთ. ელიზბარ თალაკვაძე
Anonymous - 16 მარტი, 2011 - 09:29

მოგესალმებით, ხომ არ იცით, თბილისში სადმე Viña Sol–ი იყიდება? ან საერთოდ უცხოური (არასაკოლექციო) ღვინო სად იყიდება? გმადლობთ,
GioChiWinx - 15 მარტი, 2011 - 18:55

ვაიმე როგორ მიყვარს =[[[ სუ ყველაფერს მირჩევნია.....
ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 15 მარტი, 2011 - 06:13

ეს არის უბრალოდ ფაქტის აღნიშვნა,რომელსაც სტატიაში შეფასება არ მიეცა.
მალხაზ ხარბედია - 15 მარტი, 2011 - 05:57

ბატონო ელიზბარ, იქნებ ცოტა უფრო გასაგებად დაწეროთ რას გულისხმობთ ამ ბუნდოვან პოსტში :)


ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 15 მარტი, 2011 - 04:52

გამოდის, რომ, მნიშვნელობა არა აქვს დააძველებ ღვინოს თუ არა, ქვევრში დააძველებ თუ მუხაში,სად არის მოწეული მოსავალი – ხაშმში, შილდაში თუ ანაგაში,სად არის დაყენებული ღვინო– დიდ ქარხანაში თუ მცირე მარანში, სულ ერთია, გამოდის ერთი ღვინო – 16-17 ბალიანი საფერავი 20 ბალიანი შკალით. ელიზბარ თალაკვაძე
tsarapisti - 14 მარტი, 2011 - 06:27

მე მაქვს კითხვა "ჩარდახთან", რას ითვალისწინებს საწარმოს სერტიფიცირება? საწარმოო გარემოს, თუ ღვიის დაყენების პროცესს? მე როგორც ვიცი, ე.წ. ბიო ღვინის დაყენების პროცესი, ბიო კანონმდებლობის მოთხოვნებით პრაქტიკულად არ განსხვავდება ინდუსტრიული მეღვინეობის პროცესისგან, ანუ ყველა ის ხერხი და მასალა რასაც იყენებენ ინდუსტრიალები დაშვებულია ბიო ღვინის წარმოების პროცესშიც. სწორედ ამიტომაა რომ ზოგადად ბიო ღვინის სამყაროს გამოეყო ნატურალური მეღვინეობის სეგმენტი, სადაც ვენახის ორგანულობასთან ერთად აუცილებელია ღვინის ნატურალობის დაცვა. თუმცა "ნატურალისტების" სამყაროც არაერთგვაროვანია, ანუ მოთხოვნები მეტნაკლები სიმკაცრისაა სხვადასხვა დაჯგუფებისთვის. ყველაზე მკაცრი მოთხოვნები აქვს triple A-ს და ნიკოლა ჟოლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას "დაბრუნება ტერუართან". ამ ჯგუფების მეღვინეთათვის დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ფილტრაცია და მცირე დოზით გოგირდის ანჰიდრიდის გამოყენება ბოთლში ღვინის ჩამოსხმის წინ. თუმცა კარგ ტონად და მიღწევად ითვლება ამ ორი ხერხის გამოუყენებლობა.
ჩარდახი - 12 მარტი, 2011 - 21:43

სასიამოვნოა, რომ ამ თემაზე დისკუსია გაიმართა. მეც მინდა მოგახსენოთ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ნიშანი ,,ბიო” მხოლოდ მაშინ ენიჭება პროდუქცია როდესაც ის არის სერთიფიცირებული. ღვინის შემთხვევაში კი ხდება შემდეგნაირად, სერთიფიცირდება ვენახი და სერთიფიცირდება საწარმო ანუ გაიცემა ორი სერთიფიკატი როგორც ყურძენზე ასევე ღვინოზე. ის, რომ მარტო ბიო ყურძენი არსებობს ამაშვი ვერ დაგეთანხმებით. ბიო ყურძენის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას რომ ღვინოც აუცილებლად ბიო იქნება. რაც შეეხება ქიმიის გამოყენებას. ეს ყოველივე გაწერილია და რეგულირდება სტანდარტით რომელიც შეიძლება სხვადასხა სერთიფიცირების ორგანოს სხვადასხვა ჰქონდეს ან მკაცრი ან შედარებით იოლი, მაგრამ ეს არ შეიძება იყოს იმაზე იოლი იმ ზოგად დებულებაზე რომელსაც ,,კოდექს ალიმენტარიუსი” ქვია ყველა სტანდარტი ეფუძნება ამას. ანუ ზოგიერთი სერთიფიცირების სამსახურის სტანდარტი შეიძლება კატეგორიულად კრძალავდეს თუნდაც გოგირდის გამოყენებას, ზოგიერთი სტანდარტით კი შეიძლება დაშვებული იყოს.
საქართველოს ღვინის რუკა