Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

slow - 12 მარტი, 2011 - 21:20

ბიოსერთიფიკატი საწარმოზე და ვენახზე არ ნიშნავს ბიოღვინოს, ასეა თუ არა? მაგალითად თუ გასაწებად გამოიყენება ბიოკვერცხი ამ შემთხვევაში ღვინო ბიოა და თუ კონვენციური ქათმის დადებული კვერცხი მაშინ არა?
slow - 12 მარტი, 2011 - 17:07

მართალია ამხანაგის გამოსვლა, ბიო ანუ ორგანული მეღვინეობა როგორც ასეთი არ არსებობს, არსებობს ორგანული მევენახეობა, ანუ ბიოყურძენს შემდეგ მარანში თითქმის ისევე ამუშავებენ, როგორც ინდუსტრიულ მეღვინეობაშია მიღებული, განსხვავება მხოლოდ ქიმიური საშუალებების დოზებშია. მარანში ქიმიურ საშუალებებს არ იყენებენ ბიოდინამიკოსები და ჯერჯერობით ე.წ. ნატურალური ღვინის მწარმოებლები.
ლაშა - 12 მარტი, 2011 - 15:21

არცერთ ბიოღვინის მწარმოებელ ქვეყანაში, რამდენადაც მე ვიცი, არ ხდება ღვინის, როგორც საბოლოო პროდუქტისთვის "ბიოღვინის", ანუ ორგანული ღვინის სერთიფიკატის მინიჭება, ეს რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციაა. ასევე არასწორია ისიც, რომ, თითქოს, არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ხმარობენ ორგანული ვენახიდან მიღებული მიღებული ნედლეულის გადამუშავებისას, რადგან გოგირდის დიოქსიდს თითქმის ყველა ბიომეღვინე იყენებს ღვინის დაყენებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულდება ღვინის დაავადებებისადმი მიდრეკილების შემცირება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი მოკრძალებული შენიშვნა, რათა სხვა დროს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი უნებლიე შეცდომაში არ შევიყვანოთ!
root - 11 მარტი, 2011 - 19:00

მარტო ეს ბედოვლათი კი არა საერთოდ აზრზე არ არიან რა არის ღვინო (ქართულ ღვინოს რომ თავი დავანებოთ).

რამოდენიმე სტატია წავიკითხე და ნერვებიც ავიშალე. ბაზრის გახსნაზე წერენ როგორც "ადალჯენიაზე" და მათხოვარს რომ 2 კაპიკი გადაუგდო სამადლოდ (თურმე ჩვენ მარტო ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ვაწარმოებთ და ეს ღვინოები ევროპაში არ მოსწონთ).

მოკლედ მახოს სრულიად ვეთანხმები იმაშო რომ მაგათ "ბაზარზე" არათუ ადრეა საერთოდ არ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ღვინო და მეორეც ეს სიმწრით გაუმჯობესებული ხარისხი და ნალოლიავები "გაჭრილი კანალები" არ უნდა დავკარგოთ.

 


slow - 11 მარტი, 2011 - 18:40

რთული სათქმელია რა შედეგებს მოიტანს რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ერთი მხრივ მეღვინეები ამოისუნთქავენ, მეორე მხრივ ხარისხი დაიწევს ალბათ. ისე კი ბაზრის გახსნა რათქმა უნდა ჯობია დაკეტილს. სხვათაშორის ნატურალური მეღვინეობის წარმომადგენლებსაც მიეცემათ ახალ ბაზარზე დამკვიდრების საშუალება.
მალხაზ ხარბედია - 11 მარტი, 2011 - 16:32

მემგონი ჯერჯერობით ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი რუსეთში ღვინის შეტანაზე :)) იმიტომ, რომ აგერ ე.წ. ღვინის "ექსპერტიც", ერკინ ტუზმუხამედოვიც აბსოლუტურად აზზე არაა რაარის ქართული ღვინო. საქართველოშიც არაერთხელაა ნამყოფი, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ნახევრატკბილი წითელი ღვინოები ქართული ტრადიციული ღვინო ჰქონია და საერთოდაც, ამბობს, რომ ქართული ღვინოები, როგორც წესი, ნახევრადტკბილებიაო :)) მოკლედ კაი გასართობი ვიდეოა.


ეძებეთ წარაფი (მათ შორის google-ით) - 10 მარტი, 2011 - 11:31

"ჯოზეფის დაკვირვებით, ინგლისელებმა ღვინის შეცნობა მაშინ ისწავლეს, როცა მათ აქტიური მოგზაურობა დაიწყეს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცოტას თუ შეეძლო შვებულების საზღვარგარეთ გატარება" – ძალიან თამამი განცხადებაა.ბორდოს მეღვინეობის რეგიონად ჩამოყალიბება მას შემდეგ დაიწყო,როცა მე–12 საუკუნეში ელეანორა აკვიტანელი ჰენრი–II–ს გაჰყვა ცოლად და ინგლისის დედოფალი გახდა, რასაც ინგლისთან ღვინით ვაჭრობის განვითარება მოჰყვა. ჯოზეფს ეტყობა დედა ფრანგი ყავს:)
მალხაზ ხარბედია - 9 მარტი, 2011 - 12:14

ირაკლი, დამიჯერეთ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი კეთდება შიდა ბაზრის გააქტიურების და მომხმარებლის განათლებისთვის. "ღვინის კლუბის" შექმნის ერთ–ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. იმედია მალე გამოჩნდება შედეგებიც.


irakli jijavadze - 8 მარტი, 2011 - 20:42

სრულიად ვეტანხმები, რომ სწორი მარკეტინგული სტრატეგიაა საჭირო უცხოელი მომხმარებლის ქართული ღვინით დაინტერესებისათვის, მაგრამ ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ყურადღება ქართველ მომხამრებელსაც უნდა დაეთმოს. დარწმუნებული ვარ ამ სტატიის ავტორს და მის რესპოდენტს ერთხელ მაინც უსაუბრია ღვინონის თაობაზე საშუალო სტატისტიკურ ფრანგთან და აღტაცებულა ამ დარგში მისი გათვითცნობიერებულობით. გულდასაწყვეტია, როდესაც ქართული ღვინის შესახებ ე.წ. მარკეტინგული ლეგენდები მხოლოდ უცხოელებისთვისაა გათვლილი და კომპანიები არც კი ცდილობენ მათ გავრცელებას ქარტულ ბაზარზე. ამის საუკეთესო მაგალითი, ჩემი აზრით ბადაგონია, რომელისაც შესანიშნავი საიტი მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვს და ალბათ აზრადაც კი არ მოსვლია მისი ქართული ვერსიის შექმნა.მესმის, რომ ეს კომერციია და ქმედებებს ბაზარი კარნახობს, მაგრამ როდესაც ხიხვის, ქისის, შავკაპიტოს, თავკვერის და სხვა ჯიშების არომატისა და საუკეთესო თვისებების პოპულარიზაციას გარეთ ვცდილობთ, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ რომ აქ, საქართველოში უმრავლეს შემთხვევაში ძმარს და ღვინოს ერთმანეთისგან ვერ არჩვენ,(დაავადებული ღვინის გამოცნობაზე ხომ საუბარი ზედმეტია). მინდა დაგარწმუნით, რომ ასეთი მიდგომით საქართველოში არასდროს არც გაიზრდება გაყიდვები და ბოთლის ღვინის შეძენა მხოლოდ ეგზოტიკის და ზედმეტი გადაპრანჭულობის სიმბოლოდ დარჩება კვლავაც. პარადოქსია ალბათ, რომ ვაზის და ღვინის ყველაზე ძველი კულტურის ქვეყანას ღვინის ეგზომ "უკულტორო" მასიური მომხმარებელი ყავს. მაპატიეთ, თუ ზედმეტად ხისტი ვიყავი შეფასებებში.
keti adeishvili - 8 მარტი, 2011 - 20:37

მაიონეზით შეცვლა ეს უფრო გემოვნების საკითხია. ამ შემთხვევაში უფრო მძიმე იქნება კერძი. არაჟნით შეცვლა კი, სავსებით მიზანშეწონილია. შეგიძლიათ სქელი არაჟანი ცოტა რძიტაც გაათხელოთ.
საქართველოს ღვინის რუკა