keti adeishvili - 12 აპრილი, 2011 - 01:14
დიახ, მე გახლავართ სტატიის ავტორი და მიხარია, რომ წერილი მოგეწონათ.
უფლისციხელი - 11 აპრილი, 2011 - 19:22
ატენის ღვონოვ ნაქებოო უთქვამს წინაპარას და სიმღერად უქცევია (ხალხურ სიმღერას 'ატენის ღვინო'-ს ვგულისხმობ. ვისაც არ მოგისმენიათ გირჩევთ ყველას!)
დაჯი - 11 აპრილი, 2011 - 17:52
მართლა საამაყოა - ქვევრის ღვინო ხომ ჩვენი ექსკლუზივია (ოღონდ ნანუკას არ უთხრათ :):):):)).
სათაურში მგონი შეცდომაა ბატონო ალეკო - სათაურის იდეით ციფრი "5" (რაოდენობითი რიცხვითი სახელი)მგონი სიტყვა "კახურს" უნდა ეკუთვნოდეს და არა "ქვევრს", ამიტომ, ალაბათ, სათაური ასე უფრო სწორი იქნებოდა - "ქვევრის 5 საუკეთესო კახური" , თორემ ისე გამოვიდა, რომ ის პატივხემული საზოგადოება დეგუსტაციაზე მხოლოდ 5 ქვევრში დაყენებულ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებს აგემოვნებდა :):):):
amicus curie - 11 აპრილი, 2011 - 15:28
საინტერესო ფსიქოანალიზია :) კომპანიის "მომავლის" სტრატეგიამ და კონცეფციის tsarapistiseulma გააზრებამ დამაფიქრა. კარგადაა პასუხი დაწერილი, მაგრამ ლეგენდა რაც არ უნდა პოზიტიური იყოს, მაინც ლეგენდაა და ის ღვინის ხარისხს არც ზრდის და არც ამდაბლებს. მომხმარებლის ემოციური განწყობით მანიპულირებს მხოლოდ.
სტატია ქვევრში დაყენებულ ღვინოების დახურულ დეგუსტაციას ეხებოდა და ასეთ დეგუსტაციაზე ამ ორი ღვინის შეფასებას შორის 13 პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა მაშინ, როცა ფასთაშორის სხვაობა 800 პროცენტს აჭარბებს. მგონი რაღაცაზე მეტყველებს ეს ფაქტი. ან კიდევ დეგუსტატორები იყვნენ სრული არაპროფესიონალები. (ეს ალბათ მალხაზს უნდა ვკითხოთ:))
პ.ს. ყანწითაც დამილევია, მაგრამ თქვენს მსგავსად Riedel-ის ჭიქებით მირჩევნია დაგემოვნება :). ბადაგონის სტრატეგია კი მგონი საქართველოს არანაირად არ უკავშირდება, თორემ ქართულ სპეციალიზირებულ მაღაზიაში მაინც გაყიდდენ „წამლად“ ამ ღვინოს (ბედნიერი გამონაკლისი ღვინის კულტურის ცენტრია) და კიდევ გადამეტებულ ნაციაონალიზმს თუ არ დამწამებთ, მოკრძალებით შევნიშნავ, რომ ქვევრის ღვინო და ამფორის ღვინო სხვადასხვა რამაა, უფრო მეტიც, ამფორა მხოლოდ ტრასპორტირებისათვის გამიზნული და არა ღვინის დასაყენებული ჭურჭელია. ალბათ ესეც ბადაგონის სტრატეგიის ერთ-ერთი ატრიბუტია „ქვევრი“ ტერმინის გამოუყენებლობა. (დააკვირდით „ალავერდის ტრადიციების“ ეტიკეტს და კონტრეტიკეტს )
ალეკო ცქიტიშვილი - 11 აპრილი, 2011 - 15:23
ფასებს შორის განსხვავებაზე იყო საუბარი და მე პირადად სტატიის წერისას არ ჩავთვალე საჭიროდ ფასებზე ყურადღების გამახვილება, რადგან თვითონ დეგუსტაციისას არ იყო რომელიმე საფასო სეგმენტზე აქცენტი გაკეთებული. მიკვირს, კომენტატორი რატომ ამახვილებს ყურადღებას მარტო ფასებზე? იქნებ, ხარისხს შორის განსხვავებასაც დაკვირვებოდა, რაც კარგად გამოიხატა შეფასებული ქულებით "ბადაგონს" აქვს 178 ქულა, ხოლო "ვაზი+"-ს 155. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ ხუთეულში მართლაც გამორჩეული ღვინოები მოხვდა, "ალავერდის ტრადიციები" არის მათზე ერთი-ორად უფრო ხარისხიანი, რაც ფასზეც აისახება. ვერ დავეთანხმები წარაფისტს, რომ აქ მარტო ლეგენდის შექმნაზე მიდის მუშაობა.
tsarapisti - 11 აპრილი, 2011 - 13:28
სიმართლე გითხრათ მიკვირს ღვინის ფასებზე ასეთი გაღიზიანებით საუბარი. კიდე უფრო გასაკვირია ის, რომ თურმე "ალავერდი" 50 თეთრით სჯობსო "ბინეხს". ნეტა "შატო ლაფიტი" 20-ჯერ ჯობს რომელიმე 50 ევროიან კარგ ევროპულ ღვინოს ან თუნდაც იგივე "ალავერდს" ან 250-ჯერ "ბინეხს"?
ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ მოგების მიზნით. ფასი ხშირად სტრტეგიასაც გვაუწყებს. "ალავერდის" მესვეურებს როგოც ჩანს მომავლის პოზიციები უფრო აინტერესებთ ვიდრე დღევანდელი დღე. ისინი ქმნიან ლეგენდას უმაღლესი ხარისხის და იშვიათი ღვინის შესახებ, რისი უფლებაც მათ აქვთ. ამ ლეგენდას (პოზიტური გაგებით) ვერ შექმნი თუ ღვინის გაყიდვას 3 -4 ევროდან დაიწყებ. თორემ დღეს სამმა ევრომ შეიძლება გაცილებით მეტი მოგება მოუტანოს ალავერდის მონასტერს. კომენტატორის ჷაღიზიანებას ჩემი აზრით სხვა რამ უდევს საფუძვლად_ ერთია მომხმარებლის ბუნებითი ეგოიზმი, აქაოდა მე დღეს მინდა დავლიო კარგი ღვინო იაფად და სულ არ მაინტერესებს მწარმოებლის სამომავლო გეგმები, მეორე კი ქვევრის რქაწითელისადმი სპეციფიური დამოკიდებულებაა. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ რომ ასეთი ღვინო "ბაკლებით" და ყანწებით ვსვათ და ვიღაც ბედავს ეროვნული ტრადისიის გაბერილი ფასებით მოგუდვას.
მალხაზ ხარბედია - 11 აპრილი, 2011 - 12:21
სწორი შენიშვნაა. ვამატებ 5–ივეს ფასებს :)
amicus curie - 11 აპრილი, 2011 - 12:03
რატომ არაფერი წერია გამარჯვებული ღვინოების ფასზე???
რატომ არაფერი წერია იმაზე, რომ პირველ ადგილზე გასული ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 80 ლარს აღწევს, მაშინ როცა ბინეხის ღვინის ღირებულება 10 ლარიც არაა???. არადა დამეწმუნეთ, ამ ღვინოებს შორის 50 თეთრიანი სხვაობაა (ბადაგონის სასარგებლოდ). "ალავერდის ტრადიციების",როგორც ღვინის ღირსებებს ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ იმედი მაქვს არ შემედავებით, რომ ღირებულების სადღაც 40-45 პროცენტი მარტო მაღალი ხარისხის ბოთლითაა გაბერილი, სადღაც 15-20 პროცენტი ეტიკეტი და ძვირადღირებული პიარია და შედეგად ხელში გვრჩება უაზროდ გაფეტიშებული და გატუტუცებული ფასის მქონე მართლა კარგი ღვინო.
ოპონენტებს შემოდავებამდე ვთხოვ ერთს - საკუთარ თავთან მოაწყონ ვაზი+-ს "რქაწითელის" და ბადაგონის "ალავერდის ტრადიციების" დახურული დეგუსტაცია ... (რათმაუნდა თუ 80 ლარს გაიმეტებენ ერთ ბოთლს ღვინოში)
g9gjeux - 7 აპრილი, 2011 - 23:51
au ra sashinelebaa ra aris eg rogor unda gaaketo martla vandalebi arian. karoche magat erti "jariskacis mama" undat da mere naxaven egeni





