ათაბაგი - 13 აპრილი, 2011 - 18:40
ხაშმური საფერავი ჩემზე იყოს ბატონო ზურა. მახო შენ ჩაქაფული იკისრე :)
გოჩა - 13 აპრილი, 2011 - 16:37
ერთერთმა უცხოელმა სტუმარმა,რომელიც ეზიარა ქართულ სუფრას,გაოცებულმა აღნიშნა:ქართული სუფრა ხომ ღვთისმსახურების გაგრძელებააო.
არ ვიყავი დაკვირვებული (ჩემდა სამარცხვინოდ არც ღვისმსახურების წესების გამეგებოდა ბევრი),ჰოდა დავაკვირდი. გაგიზიარებთ ამ დაკვირვების შედეგებს:
ღვთისმსახურებას რამდენი საეკლესიო პირიც არ უნდა ესწრებოდეს,მაინც ერთს მიჰყავს-ისევე როგორც თამადას,იმ განსხვავებით,რომ ღვთისმსახურებისას დანარჩენები სდუმან,სუფრასთან კი ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება საკუთარ სადღეგრძელოში(ალბათ ეს იგულისხმა სტუმარმა).
ღვთისმსახურება იწყება უფლის სადიდებლით,ისევე როგორც ქართული სუფრა.
შემდეგ მამაო ამბობს :,,მშვიდობა თქვენდა”,ქართულ სუფრაზეც თავშივე იდღეგძელება მშვიდობა(მომიტევონ გურულებმა,მაგრამ მშვიდობის სადღეგრძელო ჩემი აზრით აქედან მოდის)
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს დილის ლოცვები, ადვილად დარწმუნდება სადღეგრძელოების იდენტურობაში ლოცვის ცალკეულ მუხლებთან,თვით ,,მჯდომიარე-მწოლიარე,გაჭირვებულების და წყალში დამხვრჩვალთა ჩათვლით.დაესწარით დილის წირვას და თავად დარწმუნდებით.ასე რომ ბოლომდე ვეთანხმები იმ უცხოელ სტუმარს და სადღეგრძელოების,თამადის ინსტიუტის წარმომავლობა ასე მესახება.
გაგახსენებთ მაცხოვრის სიტყვებსაც: ღვინო ჩემი სისხლია, ღვინის ქართულ წარმომავლობაზე აღარავინ დავობს,თვით სიტყვა ქა-რთველი..და ა.შ.
სამწუხაროდ წერა ნაკლებად მეხერხება და ...................
მალხაზ ხარბედია - 13 აპრილი, 2011 - 12:01
ჩიბუხს ჯობია წარაფი შემოგვთავაზო :)
მალხაზ ხარბედია - 13 აპრილი, 2011 - 03:23
რასქვია მანდილივით! :) მანდილი დიასახლისებმა ჩააგდონ :) ჩემი პოსტი ხელადა ღვინოსავით იყო.
amicus cuie - 12 აპრილი, 2011 - 23:03
gaixare malxaz. mandilivit iyo sheni posti, mteli dghe velodei shens gamoxmaurebas :). (bodishi latinuri shriftistvis)
მალხაზ ხარბედია - 12 აპრილი, 2011 - 17:46
:))))) კარგი პოსტი იყო :)) თუმცა არასწორი და გადამეტებული მგონია შეფასება, რომ შეკვეთილის შთაბეჭდილებას ტოვებს სტატია. გარკვეულ სუბიექტურობას და ავტორის პოზიციას ვერსად წაუვალთ, ღვინოზე ადამიანებმა უნდა წერონ და არა ობიექტურმა რობოტმა–ჟურნალისტებმა :) სარეკლამო კი ნამდვილად არის ეს სტატია, ამაში გეთანხმებით, ზოგადად ქვევრის ღვინოს ვუწევთ პროპაგანდასა და რეკლამირებას :)))
amicus curie - 12 აპრილი, 2011 - 17:34
ბლოგის კონცეფცია რომ არ ვიცოდე და აქ განთავსებული სხვა სტატიები რომ არ მქონდეს წაკითხული, გადავწყვეტდი, რომ სტატია შეკვეთილი თუ არა, სარეკლამო მაინცაა. სხვა ვერაფრით ამიხსნია ასეთი მწვავე რეაქცია ჩემს პოსტებზე. არადა, ღმერთმანი, ალავერდის ღვინოზე აუგი ერთი სიტყვაც არ წამომცდენია, მხოლოდ კომპანიის სატარიფო პოლიტიკა გავაკრიტიკე და ამის გამო სხვა კომპანიის წარმომადგენლობა დამწამეს:)(ნეტავ მართლა ვიყო რომელიმე ღვინის კომპანიის წარმომადგენელი :))
ქართული ღვინო რომ ძალზე არაკონკურენტუნარიანი ფასებით გამოირჩევა,ეგ, მგონი, ამ ბლოგის მკითხველთა შორის საკამათო თემა არ არის. ბოლო პოსტშიც (მალხაზ ხარბედიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული) სწორედ ამაზე იყო საუბარი. ვიღაცამ მირჩია, ვაზი+ მიირთვი და გაანებე ალავერდის ღვინოს თავიო, - ბლოგი კარჩაკეტილად ან მეგობრულ წრეში კარგი ღვინის შერჩევაში კონსულტაციის გაწევით არ შემოიფარგლება მხოლოდ, მისი მიზანი ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასთან ერთად, ქართული ღვინის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა. თუ ვცდები, მაშინ ბოდიში ვიხდი, მისამართი შემშლია.
ბატონო ალეკო,
თქვენ სტატიაში გამოთმული მოსაზრებები ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება ნამდვილად არ არის, და თუ მოსაზრებას საჯარო სივრცეში ათავსებთ, მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ ვიღაც კრიტიკულად მიუდგება, შესაძლოა თქვენთვის არეულ-დარეულად, მაგრამ მიანც კრიტიკულად. თუ ამას ვერ ეგუებით, მაშინ სხვა საქმეს უნდა მოკიდოთ ხელი.
ზურა ნაკაიძე
პავლოვის 17
პირადი # 01002154569
ათაბაგი - 12 აპრილი, 2011 - 13:04
უკაცრავად, მაგრამ თუ დალოცვილო თქვენთვის ამ ორ ღვინოს შორის განსხვავება მხოლოდ 50 თეთრია და ეს თქვენ იცით, დაანებეთ თავი მაშინ "ალავერდის ტრადიციებს" და მიირთვით "ვაზი+"-ის "რქაწითელი". ალავერდმა თვითონ მიხედოს თავს.
მეორეც, ვეთანხმები ალეკოს და დარწმუნებული ვარ "რომ ხუთეულში მართლაც გამორჩეული ღვინოები მოხვდა", მაგრამ მწვერვალზე ასვლისას ბოლო მეტრებია ყველაზე ძნელი დასაძლევი, და ეს საკმაოდ დიდი განსხვავება შეფასებაში "ალავერდის ტრადიციებსა" და დანარჩენ 4 გამორჩეულ/საუკეთესო ღვინოებს შორის მრავლისმეტყველია ალავერდის სასარგებლოდ და შეცდომა გამორიცხულია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დანარჩენი ოთხის სიკარგეში ეჭვი არ მეპარება.
მალხაზ ჯაყელი
ალეკო ცქიტიშვილი - 12 აპრილი, 2011 - 12:09
არ არის სათაურში შეცდომა, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ქარტული მეღვინეობა იცნობს ორნაირ კახურ ღვინოას - "ქვევრის კახურს" და "რეზერვუარულ კახურს" - ამაზე იყო საუბარი სტატიაში.
რაც შეეხება amicus curie-ს არაადეკვატურ და არეულ-დარეულ კომენტარებს, მთელი რიგი გაუგებარი პრეტენზიებით, ეჭვი მიჩნდება, რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი უნდა იყოს,რომელსაც კონკურენტის წარმატება გულზე ეკალივით ესობა. თუ ასე არ არის, მასინ ანონიმურად რატომ გვესაუბრება? აი, მე ვწერ, რომ ვარ ალეკო ცქიტიშვილი - ჩემი სახელით და გვარით ვლაპარაკობ. ასევე ვურჩევდი ბატონ/ქალბატონ amicus curie-ს.





