ჩარდახი - 24 აპრილი, 2011 - 00:04
რაღა დავმალო და არც ჩვენ არ ვიტყოდით დასწრებაზე უარს.
keti adeishvili - 23 აპრილი, 2011 - 17:31
რეცეპტები ბევრნაირია. ჩვენს ოჯახშიც მწვანე ხახვით მზადდება ჩაქაფული და ოხრახუშს არ ვიმატებთ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ღვინოს. ერთმა თელაველმა პროფესიონალმა მზარეულმა მასწავლა ეს რეცეპტი და შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა! ღვინით სულ სხვა არომატი აქვს, ღვინის არომატი ფარავს დანარჩენს და ამ შემთხვევაში კი ახალი ტყემლის,მწვანილეულისა და ბატკნის არომატი ძალიან ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს და სიმჟავეც ძალიან ზომიერი აქვს. :)
თამრიკო - 23 აპრილი, 2011 - 13:19
mმე როგორც ვიცი და დამიმზადებია, ბატნის ჩაქაფულს ოხრახუში არ უნდა. არც ალყა ხახვი. მწვანე ხახვი უნდა, ტარხუნა რა თქმა უნდა და ქინძი. ღვინო და ტყემალი თავისთავად.
ვასილ, ურბნისი - 23 აპრილი, 2011 - 10:40
მარნების ნაშთები აღარაა, ხოლო ის ქვევრები, რომლებიც ტაძრის ეზოში იყო და უკვე ცოტაღა დარჩენილიყო საღი, ეკლესიის ამოქმედების მერე (1995 წ) სასულიერო პირებმა შეინახეს. ურბნისის ეკლესიის ერთ მხარეს ფუნქციონირებს დედათა, მეორე მხარეს კი მამათა მონასტერი. თუ არ ვცდები (უხერხულია ჩემგან ამაზე ლაპარაკი და ვარაუდებიც) იქ რომელიმე ეზოში უნდა იყოს, თუმცა მამები გადარჩენილ ქვევრებს რომ არ გადაყრიდნენ ეგ უდაოა!
რაც შეეხება საინტერესო ღვინოს... შევეცდები რამე საინტერესო ინფორმაცია მოგიძიოთ ამაზე. ისე კი ატენსა და ხიდისთავში მგონი უნდა იყოს ასეთი საინტერსო ოჯახები, რომლებიც კარგი ღვინოს აყენებენ.
მე პირადად ტალავერს ჩემს ეზოში დიდი რუდუნებით ვუვლი, მაგრამ ვიდრე მამაჩემის ხელი უვლიდა გაცილებით არომატული და კარგი ღვინო გვქონდა ხოლმე. ახლაცაა ეს ჯიშები (ჩინური, გორული მწვანე, ატენური, რქაწითელი) ჩემს ხეივანზე, მაგრამ ...ჯერაც ბევრი მაქვს სასწავლი. ისე კი მინდა მეღვინეობას უფრო დიდი ინტერესით მოვეპყრა და ვიმედოვნებ შედეგიც იქნება.
გარდა ამისა სურვილი მაქვს თქვენთან ურთიერთობისაც, ვფიქრობ სწორ გზაზე გასასვლელად ჩემთვის ეს აუცილებელია
Anonymous - 23 აპრილი, 2011 - 08:08
ერთი დაზუსტება. ხამონი ესპანური გამომშრალი ლორია და არა უმად შებოლილი.
ნენე - 23 აპრილი, 2011 - 02:12
როცა ეკლესიის ეზოში ძველი ქვევრები ვნახე დავინტერესდი და აი, რა გავიგე ჩემი მამამთილისგან;
წინათ კაცი სახლის მშენებლობას ქვევრის ჩადგმით იწყებდა, ამიტომ ასეთ ქვევრს ზედაშეს ( "ზედ ააშენე") ანუ ფუძის ანგელოზს ეძახდნენ. ამის შემდეგ შენდებოდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო ქვევრები მარნად იქცეოდა... რაც შეეხება ზედაშეს, ის განსაკუთრებული ქვევრი იყო, რომელშიც ისხმებოდა წინწანაქარი, საუკეთესო ყურძნის წვენი , რომელიც დაწურვამდე გასდიოდა დაკრეფილ ყურძენს საწნახელიდან...
მისგან დაყენებული საუკეთესო ღვინო აუცილებლად გაიცემოდა - ეკლესიისთვის შესაწირად, უპოვართა სამადლოდ და მიცვალებულთათვის ქელეხში მოსაკითხად ანუ - საღვთოდ გაიცემოდა.
ცარიელ ქვევრს, ახალი ღვინით ავსებამდე კი , ძალიან დიდი პატივით ექცეოდნენ- სუფთად ინახავდნენ და პერიოდულად სანთელსაც უნთებდნენ, აქვე იყო სამლოცველო კუთხეც..
როდესაც კომუნისტების დროს ეს ტრადიცია მოიშალა, ეკლესიებიც დაიხურა და მადლის გაცემაც დავიწყებას მიეცა ( ზედმეტი არ უნდა გქონოდა), ხალხმა ეს ზედაშეები ამოთხარა და ეკლესიის ეზოში მიიტანა, ეშინოდათ უფუნქციო ქვევრისა - მისი მომვლელიც არავინ იყო წესისამებრ და ამიტომ მიჰქონდათ ეკლესიებში. ასეთი ქვევრებით სავსე იყო თითქმის ყველა ტაძარი ...
ხათუნა წიქარიშვილი - 23 აპრილი, 2011 - 01:45
არჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია... ქვევრი ჩვენი საგანძურია. მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი ქვევრის შესახებ.
ხათუნა წიქარიშვილი - 23 აპრილი, 2011 - 01:42
არაჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია.... მიყვარს და ყველაფერი მაინტერესებს ქვევრის შესახებ.
ჩარდახი - 22 აპრილი, 2011 - 23:48
ბატონო ვასილ,
ზუსტად თქვენისთანა ხალხს ვეძებთ და მასეთი ისტორიებია ჩვენთვის ძალიან საინტერესო.
ჩემთვის განსაკუთრებით რადგანაც ქართლზეა საუბარი და გული მწყდება, რომ დღეს დღეობით ეს რეგიონი ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურება მეღვინოების დარგში როგორც მის ისტორიულ წარსულს ეკადრება.
ახლა თუ არის შემორჩენილი რაიმე ნაშთები მაინც ან იმ ქვევრების ან კიდევ მარნების?
დიდი სიამოვნებით ვინახულებდით.
აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და შემოგთავაზოთ მაგ მხარეში თუ გეგულებათ ადამიანი რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საინტერესო ღვინო იქნებ ეცადა ჩვენს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუგულშემატკივრებდით და ხელს შევუწყობდით.
ვასილ, ურბნისი - 22 აპრილი, 2011 - 23:26
დიდი მადლობა! ისე მარანი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ვებ–გვერდია და ამაზე არაერთხელ ამიღნიშნავს კიდეც მარანის საკონტაქტო მაილზე.
კიდევ ერთხელ მადლიერებით გეტყვით, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ! გაგაძლიეროთ ღმერთმა!!!





