Giorgi - 20 დეკემბერი, 2011 - 13:50
დეგუსტაციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დეგუსტაციის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ფეისზე, ბლოგზე, საიტზე და ფორუმზე შეგიძლიათ მოიძიოთ. დასწრება ფასიანია.
ირაკლი ჯიჯავაძე - 20 დეკემბერი, 2011 - 10:03
საწევროს გადახდის გარდა რა უნდა ჩავიდინო, ასეთ დეგუსტაციაზე დასწრება რომ შევძლო ??? მითხარით და თავს არ დავზოგავ :):):)
ალეკო ცქიტიშვილი - 20 დეკემბერი, 2011 - 02:18
რა თქმა უნდა, ბარისაშვილს უფრო უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მაკგოვერნს, რადგან მაკგოვერნს და სხვა სკეპტიკოსებს ამ ინფორმაციის გადასახარშად ათწლეულები არ ეყოფათ. სტატიაში გასაგებად წერია: "აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო ან ყურძნის ტკბილი".
კარგი იქნებოდა, სტატიაშივე ყოფილიყო აღნიშნული, კერძოდ, ვინ ჩაატარა ეს "მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC" და სად/როგორ. ვათანხმები სამანას, რომ ქართველ მეცნიერებს მეტი კონსტრუქციული კომუნიკაციად სჭირდებათ უცხოელ კოლეგებთან. დისკუსიებისა და ინფორმაციების გაცვლა–გამოცვლის დეფიციტი სერიოზული პრობლემაა, თანმდევი სამწუხარო შედეგებით .
ალეკო ცქიტიშვილი - 20 დეკემბერი, 2011 - 02:04
ჩემი აზრით, მეღვინეს თავისი ღვინო რამდენადაც უღირს და რამდენადაც ყიდის, ფასიც იმდენი უნდა ჰქონდეს. "ხოხბის ცრემლების" ღვინოების ფასს მწარმოებელი ბაზრის მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრავს. როგორც ვიცი, "ხოხბის ცრემლებს" ღვინო გაუყიდავი არ რჩება. შესაბამისად, ფასი სწორად არის შერჩეული.
Z.T. - 20 დეკემბერი, 2011 - 00:12
როგორ ამოვბეჭდო? აქვს "პრინტერფრენდლი" ოფცია ვებს?
მალხაზ ხარბედია - 19 დეკემბერი, 2011 - 14:07
giorgisamana - 18 დეკემბერი, 2011 - 18:29
ყველაფერი შესანიშნავია ! 8000 წლის ჭურჭელი, თანაც „აღნიშნული ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები...„
მაგრამ, ერთი კითხვა : დარწმუნებული ვართ, რომ ამ ჭურჭლის კედლებშია აღმოჩენილი ღვინის მჟავის ნაშთი ?
1. რამდენადაც მე დღემდე ვიცოდი, ეს ჭურჭელი აღმოჩენის შემდეგ დამუშავდა ქიმიურად და მასში რაიმე ნაშთის აღმოჩენა შეუძლებელი იყო (ყოველ შემთხვევაში მუზეუმის თანამშრომლებმა ასე თქვეს).
2. თუ ამ ჭურჭლის კედლებში ღვინომჟავა ან მისი მარილები მართლა აღმოჩნდა ლაპარაკი მის კედლებზე სტილიზებული ყურძნის მტევნის შესახებ, რომელიც მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ეს ჭურჭელი ღვინისათვის იყო განკუთვნილი - სრულიად ზედმეტია. ღვინომჟავას აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს „სავარაუდოდ“ კი არა „ნამდვილად“ ღვინის ჭურჭელია.
თუ ეს მართლა ასეა, გამოდის რომ რევოლუციურად იცვლება ღვინის ისტორია და დღემდე ცნობილი უძველესი ღვინის ჭურჭელი გამოდის არა ირანის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ეს დერგი, და ეს აღმოჩენა აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვაგანაც. გამოდის, რომ თუნდა პატრიკ მაკგოვერნი ჩაამატებ ამ აღმოჩენას თავის წიგნებში სასმელების ისტორიაზე. და სხვა თუ არაფერი, ვიკიპედიაში მაინც დავწერდით მეღვინეობის ისტორიის გვერდზე.
3. სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ ინფორმაციას მეც, მაგრამ როგორ დავასაბუთო ეს ინფორმაცია. რა ვთქვა : „პოსტ სკრიპტუმში“ თქვეს, რომ ეს დერგი საღვინე ჭურჭელი ყოფილა, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში, თუ გიორგიმ დაწერა vinoge-ზე მეთქი ? :). თუ მართლა აღმოჩნდა ღვინის მჟავა ამ დალოცვილ „ქვევრის წინაპარში“, არ შეიძლება ვინც აღმოაჩინა ერთი ნაშრომი მაინც დაბეჭდოს, გამოაქვეყნოს და თქვას „მე ვადასტურებ“, რომ ამდენი და ამდენი ალბათობით ეს ჭურჭელი საღვინეაო.
მე კარგა ხნით ადრე დავინტერესდი ამ „აღმოჩენით“ და დღემდე ვერავინ მითხრა ზუსტად რომელ თიხის ჭურჭელში აღმოაჩინეს ღვინის ნაშთი. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ ეს ისტორია სომხების ჯინაზე გამოვიგონეთ და ამით მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებას ვახერხებთ.
თუ ვცდები, ერთი, ძალიან პატარა საბუთი მაინც მაჩვენეთ რომ იმ ქვევრში (მე ამ ჭურჭელს ქვევრს ვუწოდებ), რომელიც ზემოთ ფოტოზეა გამოსახული მართლა აღმოჩნდა ღვინის მჟავა და მეც დავიჯერებ და სხვა სკეპტიკოსებსაც უფრო შედეგიანად დავარწმუნებ ჩვენი მეღვინეობის ისტორიის უძველესობაში. თან ბოდიშსაც მოვიხდი, ამდენ ხანს როგორ მეპარებოდა ეჭვი-მეთქი :)





