Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ელიზბარ თალაკვაძე - 13 დეკემბერი, 2011 - 23:19

ხუმრობა იქით იყოს, ორიოდე სიტყვა პლასტმასის თაობაზე. წელს SIMEI-ზე ერთ-ერთ ფრანგულ ფირმას www.wine-and-tools.com წარმოდგენილი ჰქონდა პოლიეთილენის ჭურჭელი ღვინის დასაძველებლად, სხვათაშორის კვერცხის ანუ ქვევრის ფორმის. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიეთილენის გამტარობა ჟანგბადისთვის დაახლოებით ისეთივეა როგორც მუხის კასრის და შესაბამისად ღვინო ისევე ძველდება, როგორც მუხის კასრში. პირადად მე მომეჩვენა, რომ აფერისტებს არ ჰგავდნენ. რაც შეეხება პლასტმასს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეკვეთილი ღვინის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებისთვის, ეს არის პოლიეთილენტერაფტალატი PET(კომერციული სახელწოდებაა "ლავსანი"), რომელიც იმდენად ინერტულია, რომ მისგან სისხლძარღვთა პროტეზებს ამზადებენ. თუ ამ ინფორმაციამ ვერ დაგარწმუნათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენი ღვინო მინის 3 ლიტრიან და 0,75 ბოთლებში.
მალხაზ ხარბედია - 13 დეკემბერი, 2011 - 22:35

ქალბატონო მარიკა, სტატიაში ხაზგასმით წერია: "დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება"

თითქმის :) აი პლასმასში როცა აღარ ჩაასხამთ ღვინოს, საერთოდ მაგრები იქნებით :)
მარიკა თალაკვაძე - 13 დეკემბერი, 2011 - 22:24

ჩვენი "წარაფი" ზუსტად 5 ლარი ღირს 1 ლიტრი.თქვენ გინდათ თქვათ, რომ სასიამოვნო დასალევი არ არის? :}
მარიამი - 13 დეკემბერი, 2011 - 21:50

დიდ სუპერმარკეტებში ყველგანაა, გუდვილშიც, ჯი-მარტებშიც
TESTAROSSA - 13 დეკემბერი, 2011 - 20:59

სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად - SAM METRIAN TOVLSHI BARSHI ROGOR CHAVIDODNEN? ))))
ელიზბარ თალაკვაძე - 12 დეკემბერი, 2011 - 16:53

არ მესმის რატომ აღიქვამთ ამ სტატიას როგორც ცივ შხაპს. თქვენს დამოკიდებულებას დღევანდელი აფრიკული ცივილიზაციის მიმართ რაიმენაირად განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ პირველი ადამიანები აფრიკაში გაჩნდნენ? ანდა, რომ აღმოჩნდეს, რომ ქაღალდი ეგვიპტელებს არ გამოუგონიათ, ეგვიპტეში დასასვენებლად აღარ წახვალთ? ისტორიის მიმართ მსგავსი ემოციები კომუნისტებს ახასიათებდათ. რატომღაც ძალიან უნდოდათ, რომ რადიოს გამომგონებელი პოპოვი ყოფილიყო, ორთქმავლისა კი -ჩერეპანოვი. მათ ნუ დავემსგავსებით. ამასთან ერთად უნდა დაგამშვიდოთ, რომ ეს ავტორი ბოლო ინსტანცია არ გახლავთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. რაც შეეხება "ქვევრის აპოლოგეტების არგუმენტებს" მოგახსენებთ, რომ შეიძლება ქვევრის ღვინო მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ იმის გარდა, რომ ის ჩვენთვის, ქართველებისათვის ტრადიციულია და მარტო ამიტომ იმსახურებს ჩვენგან შესაბამის დამოკიდებულებას, კიდევ იმით არის საინტერესო, თუნდაც მარკეტინგული თვალსაზრისით, რომ ის გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა დედამიწის ზურგზე წარმოებული ყველა სხვა ღვინისგან. ქვევრის ღვინის მოყვარული ვარო ბრძანებთ და განა არსებობს სიყვარულზე უფრო დიდი არგუმენტი?
ირაკლი ჯიჯავაძე - 12 დეკემბერი, 2011 - 10:41

კარგია ეგეთი "ცივი შხაპები", თორემ თვით ქვევრის, ქვევრის ღვინის გაიდეალება და მის ირგვლივ ისტერიკაც კი იყო დაწყებული , გაგიკვირდებათ და "ხარებამაც" კი ჩამოასხა "ქვევრის" ღვინო :) აი ახლა, ამ სტატიის შემდეგ კი მართლა საინტერესოა ქვევრის აპოლოგეტების არგუმენტები (დასაბუთებული რათმაუნდა და არა სადღეგრძელოს სტილით ნათქვამი.) მეც ქვევრის ღვინოს მოყვარული ვარ
BACHALAURI - 11 დეკემბერი, 2011 - 23:40

THE BEST VINE

:))

მალხაზ ხარბედია - 10 დეკემბერი, 2011 - 23:05

ასე არ ჯობია? :)


blaugr ana - 10 დეკემბერი, 2011 - 16:12

zalian didi madloba saintereso temistvis...
საქართველოს ღვინის რუკა