Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ელიზბარ თალაკვაძე - 17 იანვარი, 2012 - 13:16

რაც შეეხება ფასს, მას ბაზარი აწესებს.ღვინის ავტორს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია ან გამოიცნოს თავისი ღვინის ფასი, ან ვერა.როგორც დიკენსი ამბობდა- "შეიძლება ატყუებდე ერთ ადამიანს მუდმივად, ბევრ ადამიანს ცოტა ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ".
ელიზბარ თალაკვაძე - 17 იანვარი, 2012 - 13:06

ბატონო სტაკანა იქნებ გაგვცნობოდით? თორემ ესეც მე "დამბრალდება".
Avtandil - 16 იანვარი, 2012 - 18:23

მე რამდენადაც ვიცი ხარებას აქვს ქვევრები. მე ვფლობ ინფორმაციას რომ იმერეთის ქვევრებში ძალიან კარგი ოცხანური ვარგდება. ადგილობრივი მეღვინის თქმით ღვინის კლუბს ექნება შესაძლებლობა ამ ღვინის გასინჯვის. იმედია ეს ახალი ღვინის ფესტივალზე მოხდება რასაც დიდი ინტერესით ველოდები. რაც შეეხება მონასტრულ ღვინოებს ამის შესახებ ვფიქრობ თავად გააკეთებენ კომენტარს. არამგონია ხარება ის კომპანია იყოს რომელიც თაღლითობას მიმართავდეს. გთხოვთ დაუზუსტებელ ინფორმაციებს ნუ გამოიყენებთ, უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა. პატივისცემით, ა. კობახიძე
სტაკანა - 16 იანვარი, 2012 - 18:09

ბ-ნო ალეკო თქვენ მგონი დღემდე ვერ დარწმუნებულხართ იმაში რომ 10 ლარი მაგ ღვინისთვის ძალიან ძვირია. უამრავი ღვინოა თუნდაც პატიოსანი გლეხის დაყენებული რომელსაც 4 ლარად შევიძენ და ტოლს ვერ დაუდებს ეგ თქვენი 10 ლარიანი ღვინო. თუნდაც ბ-ნი თალაკვაძის ღვინო რითაა ნაკლები მათ ღვინოზე? ან მათი ღვინო რითაა მეტი? ამ ყველაფერზე ზემოთაა გაცემული პასუხი წარაფისტის მიერ მათ შეუძლიათ შექმნან ლეგენდა ხოლო მათ მიერ შექმნილ ლეგენდას მე 10 ლარად დავახურდავებ თუ 4-ად ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. გირჩევ კარგად გასინჯოთ ეგ ღვინო იქნებ მერე მაინც აღმოაჩინოთ განსხვავება ნამდვილ ღვინოსა და მაგ ღვინოს შორის :)
NO-Spa - 16 იანვარი, 2012 - 18:02

დაზუსტებას დავლოდებოდით მეგობრებო და სიცხარე მერე. აგერ, თურმე სულაც არ გაურბიან შეკითხვებს ამ ღვინოების პატრონები. უმიზეზოდ არ დაარქმევდნენ, სხვებსაც გაუჩნდებდათ ეგ ლოგიკური კითხვა.
მალხაზ ხარბედია - 16 იანვარი, 2012 - 17:59

 ko_s_ta, თქვენ ზედმეტად ხმამაღლა გამოხატავთ სათქმელს. როგორც ჩანს სხვებზე მეტი ინფორმაცია გაქვთ (ერთგან ისიც თქვით დარწმუნებით, რომ ხარებას ღვინო ქვევრის არ არის), თუ ასეა იქნებ თქვენ გვითხრათ რაშია საქმე, თუ არა და ხარებას წარმომადგენლის კომენტარს დაელოდეთ და ბოლომდე გაერკვიეთ რაშია საქმე. 


Giorgi - 16 იანვარი, 2012 - 17:47

გამარჯობათ ღვინის კლუბს დაგეგმილი აქვს თავის ერთ–ერთ ლექცია სემინარზე კომპანია ხარების წარმომადგენლის (მეღვინის) მოწვევა. მოგეხსენებათ ჩვენ ლექცია სემინარებზე დასწრება თავისუფალია. როგორც კი დაზუსტდება თარიღი ინფორმაცია განთავსდება ჩვენ ბლოგზე, ფორუმზე და ფეისბუკზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ, თავად დაუსვათ კითხვები ხარების წარმომადგენელს და მიიღოთ პასუხი თქვენთვის ყველა საინტერესო თემაზე.
ko_s_ta - 16 იანვარი, 2012 - 16:59

ეხლახანს გუგლში ვეძებდი ინფორმაციებს და ამ საიტის ფორუმზე მომახვედრა,რის შემდეგაც ნათელი გახდა ყველაფერი ჩემთვის. ამ ფორუმის გამოცდილი წევრების პოსტებს გადავავლე თვალი სადაც ვითომ მონასტრულ ღვინოებს აკრიტიკებდნენ შემდგომ ვინმე ჩიჩუამ(როგორც ჩანს ამ ქარხნის მეღვინეა ალბად ჩემი აზრით)მათ წინააღმდეგ მუქარანარევი შენიშვნა გამოაქვეყნა. ანუ მათი მეღვინე ან კონსულტანტი ფორუმის წევრია შესაბამისად ფორუმის ადმინისტრაცია და ფორუმელი საზოგადოება დუმს შესაძლოა ფორუმელ ჩიჩუას ხათრით.დარწმუნებული ვარ ხარების ქვევრის ღვინოები რომლებსაც თავად უწოდებენ ისეთივე ქვევრისა იქნება როგორც ეს ღვინო მონასტრის. აი ამაზე სათქმელი კი ყველამ ხმამაღლა უნდა გამოხატოს. უკაცრავად დამავიწყდა ეს ხომ საქართველოა და აქ ყველაყველას ახლობელია იმის რიდი ამის ხათრი და უკვე საქვეყნო საქმე ფუჭდება! შემირცხვენია ყველა არაკეთილსინდისიერი მეწარმე!!!
დ. კარბელაშვილი - 16 იანვარი, 2012 - 16:16

და რა საჭიროა მაშინ ამის ზედ მიწერა? ან ღმერთის არ ეშინიათ ან სინდისი მაინც არ აწუხებთ? დარწმუნებული ვარ თუ ეგ ეგრეა საპატრიარქო გამოხატავს თავის აზრსს. ამოვიდა ყელში ეკლესიას ამოფარებული ვაჭრების პარპაში. ნუთუ ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს? სად არიან ღვინის მწერლები ან ჟურნალისტები? გთხოვთ ამ საიტის ხელმძღვანელობას თუკი იცნობთ და შეხება გაქვთ ამ ქარხნის მეღვინეებს ან თუნდაც PR-მენეჯერს ორიოდე სიტყვით აგვიხსნან რაშია საქმე. ან სამუდამოდ შეეშვან მონასტრით მანიპულირებას.
Anonymous - 16 იანვარი, 2012 - 13:54

vai, rom arcertshi....
საქართველოს ღვინის რუკა