ნიკოლოზ კაპანაძე - 28 მარტი, 2012 - 13:14
მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ!
რამდენიმე კითხვა მაქვს ახალი ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით:
1.შეიძლება თუ არა ღვინო წარმოადგინოს ისეთმა იჯახურმა მარანმა, რომელიც ღვინის ბოთლებში ჩამოსხმას და რეალიზაციას (ჯერჯერობით) არ ეწევა?
2. და თუ ეს შესაძლებელია, როგორ უნდა წარმოვადგინო ნიმუში?
პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.
სეფისკვეროვი - 27 მარტი, 2012 - 15:16
მოკლედ. ალეკოს ოპტიმიზმს ნაწილობრივ ვიზიარებ. კერძოდ იმაში, რომ მომავლის ტენდენციების მიხედვით, მცირე მარნების საქმეები მართლა უკეთესობისაკენ მიდის და რამდენიმე წელიწადში მეც ვფიქრობ რომ პრობლემების ნაწილი აღმოიფხვრება. მაგრამ, ჯონის კომპანიის ნიმუშად აღება არაა ჩემი ზრით მთლად სწორი. ვაღიაროთ რომ ჯონის სასტარტო პირობები ბევრად უფრო ხელსაყრელი ჰქონდა და შემდგომშიც, ამერიკელობა ბევრ რამეში ეხმარება ჯონისაც და მის კომპანიასაც. (ღვინის შედარებით დიდი რაოდენობიტ წარმოებაც აქედან იწყება) არავინ უკარგას ამ კაცს მონდომებას და ნიჭს, მაგრამ არ იქნება მართებული, თუკი მაგალითად რამაზ ნიკოლაძის მარანსა და "ხოხბის ცრემლებს" ერთ სიბრტყეში განვიხილავთ. ისე კი, მხოლოდ ყველაფერ კარგს ვუსურვებ ჯონისაც, რამაზსაც და სხვებსაც, ვინც კარგ ღვინოს აყენებს.
მალხაზ ხარბედია - 27 მარტი, 2012 - 15:02
მეტი ინფორმაცია არასდროს გვაწყენს, მითუმეტეს ღვინის სფეროში, სადაც ინფორმაცია მინიმუმ ერთი წლით უსწრებს შედეგს.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 მარტი, 2012 - 12:45
მახო, მე იმის თქმა მინდა, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, თუმცა, არსებობს ფაქტორები, რაც პესიმიზმის საფუძველსაც იძლევა ("ხოხბის ცრემლების" მაგალითი ამიტომ ვახსენე). მოკლედ, კარგად ინფორმირებული ოპტმისტი ვარ :))
რუსუდან - 27 მარტი, 2012 - 02:23
კარგია.. ხოხბის ცრემლებს ეგრე 2007 წლის საფერავი ელევა და მარტო თავისთან ყიდის და 55 ლარად, რაც ლოგიკურია, ამ ღვინომ ისეთი სახელი გაითქვა რომ...
რუსუდან - 27 მარტი, 2012 - 02:02
ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა. კადრები ალბათ დასავლეთშია გადაღებული, თორე კახეთში ქვევრები არ აქვთ ღია ცის ქვეშ...
მალხაზ ხარბედია - 27 მარტი, 2012 - 01:34
ალეკო, რა იქნება, და მომავალი რას გვიჩვენებს, მაგაზე არაა ეს წერილი :)
ალეკო ცქიტიშვილი - 27 მარტი, 2012 - 00:44
ბევრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, თუ რატომ არის ასეთი ვითარება. ადგილობრივ ბაზარზე ალბათ კიდევ ორი–სამი წელი დაჭირდება ვითარების დალაგებას. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ბოთლს აწარმოებს წელიწადში, მაგრამ ამ სტატიის კრიტერიუმებით, "ხოხბის ცრემლები" მცირე მარნად უნდა ჩავთვალოთ. ამ მარანს არც ღვინოების გათავებია, არც ვენახები დასწვია, არც უმოსავლოდ დარჩენილა, საქართველოშიო ღვინოების გაყიდვაზეც უარს არ ამბობს, 100 ლარსაც არ აფასებს და ზოგიერთი ღვინო საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი აქვს, არც საგადასახადო აწუხებს ლუქით (ღმერთმა დაიფაროს), მაგრამ... რა?! ღვინოები ბლომად უწყვია "გუდვილშიც" და ყველა თავმოყვარე ღვინის მაღაზიაში და იყიდება კიდეც, მაგრამ ისე არა, რომ მთელი პარტია გაუთავდეს და მალევე დეფიციტური გახდეს.
ასე რომ, მე მგონია, სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, კიდევ სხვა პრობლემებიც არსებობს, რაც იწვევს არასასურველ ვითარებას.
აი, ვნახოთ წელს რა იქნება! გაირკევა, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ჩემი ინფორმაციით, 2011 წელი მცირე მარნებისთვის შედარებით ბარაქიანი იყო. დიდი მოსავლის დაბნავების, კარგი ღვინოების დაყენებისა და სხვადასხვა თანმდევი რისკების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მცირე მარნების ღვინოები 2012 წლიდან ადგილობრივ ბაზარზე გასამმაგებული თუ არა გაორმაგებული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. ამავე დროს, ერთ თვეში ნატურალური ქვევრის ღვინის მწარმოებელ მცირე მარნებს საკუთარი მაღაზიაც ექნებათ თბილისში (ალავერდის მონასტრის მარანი, "ხოხბის ცრემლები", "ჩვენი ღვინო" და ა.შ.) და ეს კარგი სიახლე იქნება მათთვის, ვისაც მათი ღვინოები უყვართ. ზოგიერთი მარანი აქამდე თუკი მარტო საექსპორტო ღვინოებს აწარმოებდა(მაგალითად – "ჩვენი ღვინო"), წელს პირველად გამოვა ქართულ ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. საინტერესოა, როგორ მიიღებს მომხმარებელი ამ სიახლეებს?





