ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 16:41
ეს ეროვნული კონკურსი ბოლო წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი ღვინის ფესტივალს ხელს არაფერში არ უშლის. ჯერ ერთი - კონკურსის ფორმატითაა, მეორეც - ყველასთვის ღია არ არის. ახალი ღვინის ფესტივალზე კი მედლები არ თამაშდება, ფორმატი და განწყობა არის საფესტივალო, ამავე დროს, ყველას უფასოდ შეუძლია მოსვლა სტუმრის სტატუსით. მე მიმაჩნია, რომ პირიქით - ძალიან კარგია, ახალი ღვინის ფესტივალის წინა დღეებში, რომ ტარდება. ერთგვარად ღვინის კვირეული გამოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბათუმში ოჯახური ღვინოების ფესტივალიც იმართება ხოლმე დაახლოებით ამ პერიოდში და ასე თუ მივყევით მაისი ღვინისძიებებით ერთობ დატვირთული თვე გამოდის.
Anonymous - 27 აპრილი, 2012 - 15:34
მარაზმია რა, 12 ში ახალი ღვინის ფესტივალია და ესენი 10 ში რაღაც ეპოტინებიანვერ მივხვდი. ვინ იცის რამხელა თანხაა გამოიყოფილი ამ ყველაფრისთვის და არ ჯობდა ძალების გაერთიანება და ერთი კარგი ფესტივალი ჩატარება?
თორნიკე - 27 აპრილი, 2012 - 10:52
მასალებში 1ცალი კვერცხია ნახსენები და მომზადებისას რაში ვიყენებთ მას, არ არის ნახსენები.
გამაფხვიერებელი ფხვნილი რა არის?
ზურაბ თოფურიძე - 24 აპრილი, 2012 - 22:01
შუახევის მატყუარებზე თუ მოიძიე რამე
mesxi - 24 აპრილი, 2012 - 17:17
http://www.meskhetitours.ge/4315430843214334432343204312-431843204317430...
პირველი ჩამოსხმული და მგონი ერთადერთი მესხური ღვინო.
ქვევრი - 23 აპრილი, 2012 - 15:31
მასეთი ჩამოსასხმელი დოზატორები უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს ზოგიერთ ქართული ღვინის კომპანიაში. უბრალოდ ეგაა, რომ ჩამოსასხმელი მილი სულ ერთი ცალი აქვს ამ დანადგარს და ისეთი მაგარი რამეა, რომ რომელი ღვინოც გინდა იმას ჩამოგისხავენ წამში... ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ალაზნის ველი... აქეთ მშრალებიო, იქით ე.წ.ბუნებრივად ნახევრად ტკბილებიო. მართალია არც ვაზის ჯიშები იცვლება და არც ღვინო, მაგრამ აბა ამას რა მნიშვნელობა აქვს მითხარით ერთი. (P.S დაახლოებით იგივე პრინციპზევეა აწყობილი მათი ჩამოსასხმელი ხაზები. ეტიკეტის გარდა არაფერი იცვლება:), ანუ – "ეტიკეტთა გადანაცვლებით ღვინო არ იცვლება")
No-spa - 23 აპრილი, 2012 - 15:15
მაგრამ ალბათ მაინც მეტი უნდა ღირდეს, თორემ ზუსტი საფასურით შემოსწრებულების სადღეგრძელოც დაილევა შიგადაშიგ
მშვენიერი ბიზნეს-იდეაა
მალხაზ ხარბედია - 21 აპრილი, 2012 - 13:32
ბიჯო, ეგ ინფორმაცია, მინიმუმ ერთი პატარა ქოცო ღირს :))





