Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

დავით კორახაშვილი - 30 აპრილი, 2012 - 21:49

მე ვნახე ამ კომპანიების წარმომადგელები უკრაინაში, ღვინის გამოფენაზე. ფასებიც გამომიგზავნეს. სამწუხაროდ ძალიან ძვირი სიამოვნებაა თორემ იდეალური მანქანაა ღვინის წარმოჩენისთვის და დიდი სიამოვნებით დავდგავდით ჩვენს მარანში და ყველა კომპანიის ღვინოს გავასინჯებდით ნებისმიერ მომხმარებელს. ისე გადასატანი რომ იყოს ჯობია, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ღონისძიებაზეც შეიძლებოდეს გადატანა.
მალხაზ ხარბედია - 30 აპრილი, 2012 - 16:15

"თეთრი ღვინო მშრალი კახური", ალბათ ამაში იგულისხმება. თუმცა გეთანხმები, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფი ნომინაციაა. რადგან ბაზარზე ქვევრის ღვინო ქართლისაც არის, იმერეთისაც და უკვე გურიისაც კი :)


ქვევრი - 30 აპრილი, 2012 - 12:06

ღონისძიებაში ქვევრის ღვინის ნომინაცია არ არის და რაშია საქმე? სპეციალურადაა თუ გამორჩათ? და თუ გამორჩათ რატომ "ევროპული" არ გამორჩათ?
ქვევრი ბარისაშვილი - 29 აპრილი, 2012 - 20:38

აბა თქვენ იცით ქართველო ბავშვებო, აიღეთ დევიდისაგან მაგალითი და თქვენც შეადგინეთ თბილისური "საბავშვო რესტორნების გზამკვლევი". ისე თუ გზამკვლევი მხოლოდ ბავშვებისათვის არ იქნება და უფროსების გემო/მადასაც გაითვალისწინებთ ნამეტანს დაგვავალებთ ბიძიკოებო.
ელიზბარ თალაკვაძე - 28 აპრილი, 2012 - 03:12

ქვევრის ღვინო, ისევე, როგორც ყველა სხვა ღვინო, უნდა იყოს და იქნება ისეთი, როგორიც მოეწონებათ ამ ღვინის მომხმარებლებს.ბუნებასთან (ბაზართან) ბრძოლა შეუძლებელია.ქვევრის ღვინოდ უნდა "გასაღდეს" ყველა ქვევრში დაყენებული ღვინო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი კლერტი დაუტოვეს ჩაწურულ ყურძენს.კაცობრიობის ისტორია-დოგმების მსხვრევის ისტორიაა, ხოლო დოგმა კულინარიაში - უბრალოდ სასაცილოა.
მალხაზ ხარბედია - 28 აპრილი, 2012 - 02:26

დამბალხაჭო ხავიწიაო? :)


beso - 28 აპრილი, 2012 - 00:35

dambal chachos xaviwi qvia da fshavuri ki ara zogadad mtis xalxis kerdzia
მალხაზ ხარბედია - 27 აპრილი, 2012 - 18:12

პირიქით, ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოდის, რომლებიც საკუთარი თვალით ნახავენ ნამდვილ ქართულ ღვინის დღესასწაულს, ახალი ღვინის ფესტივალს :) კარგია, რომ ორგანიზატორებმა ასე დაამთხვიეს.


ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 17:51

სამწუხაროდ, ამ დეგუსტაციას ვერ დავესწარი, რადგან ამ დღეს ბაკურციხეში ვენახი გვქონდა გასაშენებელი - საფერავის ახალი ნერგები ჩავყარეთ. როგორც წინა დეგუსტაციის მიმოხილვის ავტორი აღვნიშნავ, რომ იმ და ამ დეგუსტაციებს აერთიანებს ერთი მთავარი თემა (უფრო - პრობლემა). ესაა თეთრი კახური ღვინოების ტიპურობა. მაშინაც და ახლაც საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა და მე პირადად ვეთანხმები მის მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს ქვევრის თეთრი კახური ღვინო. სამწუხაროდ, ბევრი არ ანიჭებს ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას. ზოგს ჰგონია, რომ დღევანდელი ბუმი მხოლოდ მოდაა და მალე "გადავა", ისევე, როგორც კაბა, ან ფეხსაცმელი. ამიტომაც ტიპურობის საკითხზე, სავარაუდოდ, შეთანხმება ვერ მოხდება და ქვევრის ღვინოდ გასაღდება ისეთი ღვინოები, რომლებიც თავიანთი ხასიათით არაფრით არ იქნებიან განსხვავებული "ნერჟავეიკების" ღვინოებისგან. ეს კი ნამდვილ, ტიპურ ქვევრის ღვინოებს საბოლოო ჯამში, რბილად რომ ვთქვათ, კარგ სამსახურს არ გაუწევს.
ალეკო ცქიტიშვილი - 27 აპრილი, 2012 - 17:24

გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე. როგორც გავიგე, შუახევში ეგ სანერგე შეიქმნა ერთ-ერთი ტენდერის საფუძველზე. ტენდერის პირობა იყო, რომ შექმნილიყო ჯანსაღი და უვირუსო სერტიფიცირებული ნერგების გამოსაყვანი სანერგე.
საქართველოს ღვინის რუკა