Anonymous - 6 მაისი, 2012 - 03:37
გოთვერანი არა უფრო თახსირი, ან ჩათლახი.
Anonymous - 6 მაისი, 2012 - 03:31
შევეგუოთ ხალხო კრიტიკას. რომანე კონტისაც აქვს კრიტიკული წერილები ჟურნალებში და შატო მარგოსაც, მაგრამ მათი სახელები არ კნინდება ამით. თუ ამ ერთმა სტატიამ ამხელა გავლენა იქონია მთელს ქართულ მეღვინეობაზე და სახელი გაგვიპუჭა დავღუპულვართ და ეგ არის, მაგრამ ჩემი აზრით კარგია ასეთი წერილები, ჩვენს გამოსაფხიზლებლად. გაუმარჯოს ჯანსაღ კრიტიკას ხარისხინი ღვინის მომავლისათვის!!! :)
გიორგი - 5 მაისი, 2012 - 21:14
წარმატებებს გისურვებთ ––
დეგუსტატორების აზრი მაინტერესებს რა მიზეზით დამიბრაკეს ღვინო,აუცილებლად მივალ,მსაგვსი ღვინოები მინდა შევადარო ,მინდა დავრწმუნდე რომ ექსპერტებმა ჩაატარეს დეგუსტაცია ან პირიქით
aisbergi - 5 მაისი, 2012 - 15:35
სიმართლე მწარეა მაშინ, როცა სხვებთან ერთად ჩადენილ შეცდომებს მიგანიშნებენ. მაგრამ როცა სხვისი შეცდომების გამო ცდილობენ შენც სხვებთან ერთად განგსაჯონ, დაგანამუსონ, გაგანათლონ---ეს უკვე ალბათ უსამართლობაა(მწარეანმჟავე). ხოდა ჩემი <<გაბერილი ღიპის >> და <<მსოფლიოსგან უარყოფილი, ფორებიანი>> ქვევრების(საკმაოდნორმალურიღვინითარიანსავსე) მოკრძალებული თხოვნა იქნება გაბედოთ და თქვენივე სტატიებში დაასახელოთ ის მარნები, რომლებიც ამ ნორმებს ვერ ან არ იცავენ. თქვენმა ხმამაღალმა შეძახილებმა--მართალს ამბობს ეს ქართულიღვინის კეთილისმდომელი უცხოელიო--სრულიად დამარწმუნა, რომ თქვენც გინახავთ ნორმისდამრღვევი ქარხნები და მარნები, და შეგიძლიათ დაასახელოთ. თუ არადა ალბათ მოგვიწევს ახლა ვინმე სხვა უცხოელს ველოდოთ. გოთვერანის სახელს კი იმიტომ იმსახურებს ეგ ჩემისვერანა <ბნელისა და უკუნის გამფანტველი> უცხოელი, რომ სადაც 100 წამხდარი ღვინის მარანი და ქარხანა უნახავს, ერთი ნორმალურ საწარმოში არ მოხვდა ვითომ? 10დან 9 ღვინის მსმელი დაუსახელებდა თუნდაც ალავერდის მონასტერს,ან იაგოს მარანს.., და მერე მკითხველიც შესძლებდა შედარებები გაეკეთებინა. მაგრამ მან სტატია მკითხველთ(სხვა ქვეყნების) შესთავაზა არა ანალიზისთვის, არამედ საქართველოს სახელის დასაკნინებლად. ამ წერილებს სადაც 100 პროფესიონალი მეღვინე კითხულობს, იქვე 1000-ობით ახალბედაც ადევნებს თვალს, და მსოფლიოაზრისგადმომცემი უკრაინელის ქირქილის გამო შესაძლებელია არასწორი შეხედულება შეექმნათ ქვევრებზე.
Anonymous - 4 მაისი, 2012 - 22:30
absoluturad vetanxmebi baton "leris" da nacilobriv statiis avtorsac! eg aris chveni problema xalxo, kritikas ki ara ubralod simartlis gagonebas ver vitant, im cutas lanzgvaze da ragac "kacichamia yasbebze" gadavdivart, imis magivrad davfikrdet da gavaanalizot. ara da kvelam chavixedot chvens gulebshi, am kacma ramdeni rame tkva simartle. ubralod rogorc itkvian simartle mcarea.
ელიზბარ თალაკვაძე - 4 მაისი, 2012 - 21:40
ორიგინალში იქნებოდა ცხარე - острый.
No-spa - 4 მაისი, 2012 - 14:36
ამ რაღაც დოზით საინტერესო სტატიას ძალიან დიდი ნაკლი აქვს - კონკრეტული მსჯელობის შემდეგ სუბიექტურად განზოგადებულ დასკვნებს
დებს ავტორი. მაგ: "საქმე "ქარხნის სულშია” და სურვილში, როგორ გააკეთონ ნაგვისგან დასალევად ვარგისი სასმელი", “როგორც არ უნდა აკონტროლებდეს მწარმოებელი საკუთარ ღვინოს, შეკვეთის შემთხვევაში უყოყმანოდ იყიდის სასმელს მეზობლისგან" ან “ნებისმიერ ღვინოს აქვს ნაკლი, ეს უკვე სტანდარტია“. ან, რას ნიშნავს “ხვანჭკარა მთელს საქართველოში ერთნაირია“ და “ქვევრს კიდევ ერთი ნაკლი აქვს: ღვინის ქარხნებში ისინი მუდმივად ცარიელია“?
და საერთოდ 'გენიალური' მიგნება: "შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი (მეღვინეობის პრობლემების)ისაა, რომ საქართველოში ძალზე ძლიერია საოჯახო მეღვინეობის ტრადიცია“.
ამიტომ, თუ უნდა სწორი შენიშვნები მივიღოთ და ვიმსჯელოთ კიდეც, ცოტა მეტი დაკვირვებით უნდა წეროს. და, თუ მიზანი ეს არ არის, გოთვერანი გამოდის მართლა:)
როგორც საქმეში ჩაუხედავ ადამიანს რამდენიმე კითხვა გამიჩნდა: 1.ქვეყნის ბაზარზე მართლა შეუძლებელია არაქართული ღვინის ყიდვა?
2. "საოჯახო მეღვინეობის" სახელმძღვანელო მიმასწავლოთ იქნებ
3. კარასზე ამხელა ამონარიდი რა საჭირო იყო
4. სად ჭამა ამ კაცმა "მწარე მწვადი"
კოკა - 4 მაისი, 2012 - 12:44
ვენახი გვაქვს, ქარხანა გვაქვს, სასტუმროს ვაშენებთ, სახლსაც, თუ სასახლესაც ავაშენებთ და ეგაა შატოც და გორი ციხეც
leri - 3 მაისი, 2012 - 19:38
ბატონებო,
კრიტიკის მიმართ მეტი მოთმინება და შემწყნარებლობა გვმართებთ. გამკრიტიკებელის შეურაცხყოფით საქმეს არ ეშველება. ქართული მეღვინეობა რომ თვითიზოლაციაში ღაფავს სულს, ეს ტყუილია?! ან კანონის ნორმები რომ ყოველ ფეხის ნაბიჭზე ირღვევა, ესაა სიახლე?!
კაი ბატონო,
შემოვუსხდეთ სუფრას დაბერილი ღიპებით და ვუმტკიცოთ ერთმანეთს ,რომ ქვევრის ღვინოა ყველაზე მაგარი ღვინო ამ გალაქტიკაში !!!
ბატონ ქვევრს –
უკრაინელი ყასბებზე საიდულო არქივების მასალებზე ვერაფერს მოგახსნებთ, ასეთი ხელმისაწვდომობა არასდროს მქონია, მაგრამ ქართველების გოთვერნობაზე ისტორიის სახელმძღვანელოშიც კი ნახავთ მსუყე მაგალითებს.მგონი ქართველი ყიდდა ქართველს მონად !!!
ყველამ თავის გოთვერნებს და გოთვერნობებს მივხედოთ !!!
ამ სტატიით გამოქვეყნებით ეს საიტი თავისი არსებობის ახალ ფაზაში გადავიდა. იმედი მაქვს, მალე ქართულ კრიტიკულ სტატიებსაც ვნახავთ აქვ.
მადლობა მალხაზს !





