dato - 12 ივლისი, 2018 - 18:04
გამარჯობათ.ბატონო ალეკო,თუ შეიძლება რომ დააკონკრეტოთ, ხაშმის საფერავის სახელწოდებით ცნობილი ღვინოების დაყენებისას ბუდეშურისებური საფერავთან ერთად დაწურული საფერავის მეორე ჯიშის სახელწოდება, რადგან, 1960 წელს გამოცემულ ამპელოგრაფიულ ნაშრომში ვაზთა ჯიშების ჩამონათვალში ცალკე ჯიში "საფერავის" სახელწოდებით არ გვხვდება.
ალეკო ცქიტიშვილი - 12 ივლისი, 2018 - 12:35
ერთი საინტერესო დეტალი - ხაშმის საფერავით ცნობილ ღვინოებში გამოყენებულია ორი ჯიში - საფერავი და ბუდეშურისებრი საფერავი. იმედია, შესაბამის ნორმატიულ აქტში ეს თემა ასახულია. და თუ არ არის, ძალიან ცუდი. ცნობისათვის - ქართული ვაზის ჯიშის - ბუდეშურისებრი საფერავის ერთ-ერთი სინონიმი არის "ხაშმურა". ბუდეშურისებრი საფერავი (ყველაზე გავრცელებული სინონიმი - ბუდეშური საფერავი) ყველა ავტორიტეტულ ამპელოგრაფს აღწერილი აქვს დამოუკიდებელ ჯიშად და ყველა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საფერავისგან განსხვავებული ჯიშია.
dato - 11 ივლისი, 2018 - 21:59
ღვინო "კახეთი” – ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება "კახეთის” სპეციფიკურ ზონაში მოწეული რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისაგან,დურდოს სრული დადუღებით.
რაც შეეხება იმას,თუ რა ფართობს მოიცავს მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი”, სტატიის დასაწყისსა და ბოლოში სხვადასხვა მონაცემებია მოყვანილი:)
დასაწყისში სპეციფიკური ზონის ფართობად მითითებულია - 11300კმ2
სტატიის ბოლოში კი - 3100კმ2.
წყარო:
http://vinoge.com/mikrozonebi/adgilwarmoSobis-dasaxelebis-Rvino-kaxeTi
მაია - 11 ივლისი, 2018 - 15:18
თუ იცის ვინმემ, რას გულისხმობს ადგილწარმოშობა "კახეთი"?
ადგილწარმოშობა კონკრეტულ ადგილს ენიჭება, რანაირად შეიძლება მთელი რეგიონის სახელით მოხსენიება, იქნებ ვინმემ ამიხსნათ.
Anonymous - 25 ივნისი, 2018 - 13:57
სამარცხვინოს რას არქმევთ? ფესტივალი სადაც უფასოდ დარიგდა ჭიქები, 15 საკვები ობიექტი იყო სადგეუსტაციოდ და 35 საუკეთეს ნატურალური მეღვინე? ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ბუნებაში და სიმშვიდეში:)
Anonymous - 24 ივნისი, 2018 - 12:59
ამაზე სამარცხვინო ფესტივალზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, კიდევ კარგი გაწვიმდა.





