ამადეუს - 14 სექტემბერი, 2010 - 16:53
გუშინ თბილისში 80 თეთრად ქონდათ გადამყიდველებს.
მალხაზ ხარბედია - 14 სექტემბერი, 2010 - 11:36
არავინ არ აბუქებს და ტყუილად ცდილობთ დაგვამსგავსოთ ვიღაცას, რომლის გვარსაც არ ასახელებთ :) ეს 521 ჯიშიანი სია ჩვენი შედგენილი არაა, ათწლეულების მანძილზე ზუსტდება და იხვეწება. მათ შორის არის ისეთი ჯიშებიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. სხვათაშორის დღესდღეობით სრულად არის აღდგენილი 426 ჯიში, რომელიც საგურამოს საკოლექციო ნაკვეთშია დაცული.
პ.ს. თქვენს მიერ ჩამოთვლილი 3 კოლექციის გარდა კიდე ბევრი კოლექცია არსებობდა.
გიორგი ბერიშვილი - 14 სექტემბერი, 2010 - 03:31
წყარო, წყარო! (Автора, автора!).
30-ოდე წლის წინ ოფიციალურად (მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი, ბ-ნი ნუგზარ ცერცვაძე), კოლექციებში (მაშინ, თუ არ ვცდები, 3 კოლექცია იყო: თბილისში, ქარელში და ახალ ათონში) შემორჩენილი იყო 300-ზე ოდნავ მეტი ჯიშის ვაზი. კიდევ 200-250 ჯიში მხოლოდ "ქაღალდზე" (აღწერილი) არსებობდა. ეს 521-ჯიშიანი ნუსხა საიდანღაა? თანაც მასში არაერთი უზუსტობა შეიმჩნევა.
ნუ დავემსგავსებით (გვარს არ დავასახელებ) ჩვენს კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. ქართულ ვაზსა და ღვინოს გაბუქება და "გაპიარება" კი არა, გააზრებული, საქმიანი და ინტენსიური (აუცილებლად) რეკლამა სჭირდება.
Anonymous - 11 სექტემბერი, 2010 - 16:42
თითქმის საუკუნის წინ დაწერილი, იმ დროისათვის ძალიან მცოდნე კაცის შესანიშნავი სტატიაა.
მე ამ საქმის არაფერი ვიცი, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება, უნდა ვიფიქროთ, კიდევ უფრო შორს იქნება წასული.
ჰოდა ვფიქრობ,რომ ამ და სხვა მსგავს საითებზე თანამედროვე ტექნოლოგიების ნაბიჯ-ნაბიჯ გამოქვეყვება ბევრ ადამიანს წაადგებოდა და ქვეყნისათვის კარგი საქმე გაკეთდებოდა.
ავთანდილ კობახიძე - 10 სექტემბერი, 2010 - 13:27
სარეწკელას პატრონები ლეჩხუმელები არიან, კარგი და პატიოსანი ხალხი.აი ამიტომ აირჩიეს სახელი სარეწკელა. იქაური გარემო ჩვენ გვახსენებს ციტატას ლადო ასათიანის ლექსიდან:
"გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული – პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?..."
მართლაც, ზამთარსა და ავდარში იქ შესვლას არაფერი სჯობს, იქეთ თონეა ცხელი, იქვე საცხობში ცეცხლი მოსჩანს, გვერდით კი ბუხარი ანთია, გარეთ ცივა და შენ ამ სიმყუდროვეში იძირები.
სამწუხაროდ ღვინოზე არ არიან ორიენტირებულნი, მაგრამ სამაგიეროდ თავიანთი ჭაჭა (მუხაში დავარგებული) აქვთ, რომელიც ზედგამოჭრილია იგივე კანჭთან, ძეხვეულობასთანა და თევზეულობასთან. ასევე არარის ლუდის არჩევანი, რომელზეც არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება რესტორნის მფლობელებთან. რაც შეეხება ლორს აი აქ კი ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჟურნალ ტაბულის წარმომადგენლებს, რადგან რაჭული ლორის მთავარი ღირსება სწორედ მისი ქონისა და მჭლის საოცარი შეხამებაა. ქონი თუ ჭარბობს ეს არ არის დასაძრახი–პირიქით, ისე სტეიკის მაგვარ მასას წავაწყდებოდით და არა რაჭულ–ლეჩხუმურ ლორს.
მარიამი - 6 სექტემბერი, 2010 - 16:20
ყველას დიდი მადლობა, ვისაც "ბადაგონის" და მთლიანად ქართული ღვინის წარმატება გაუხარდა! გაიხარეთ :)
Naotreli - 4 სექტემბერი, 2010 - 21:18
vulocav Badagons da yvela qartvel ghvinis moyvaruls am gamarjvebas. ai Decanteris linki sadac am ghvinoebis chamonatvalia:
http://www.decanter.com/worldwineawards/2010/dwwa_search.php
Nina Gorecki - 1 სექტემბერი, 2010 - 12:14
რა კარგია ასეთი ბარი რომ გაიხსნა. ძალიან მაგარია.





