Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

მალხაზ ხარბედია - 20 ივლისი, 2010 - 18:09

სხვათა შორის, თქვენი მეგობრის შვილის საიტის მისამართს სანამ გავიგებდი, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან პორტალებს ვსტუმრობდი და ბევრ რამესაც ვაზუსტებდი ხოლმე :) უბრალოდ, მთარგმნელების მიერ დაშვებული ყოველი შეცდომის გაკონტროლება ძალიან ჭირს. ჩემს საიტს რომ მთელი რედკოლეგია ან რედაქტორთა ჯგუფი ჰყავდეს, სხვა ამბავია, მაგრამ მოგეხსენებათ, მარტო მიწევს მუშაობა...

მოკლედ, მომავალშიც სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს, თუკი რა თქმა უნდა,  რჩევები საქმიანი და კონკრეტული იქნება :) გაითვალისწინეთ, რომ ექსტრემალურ პირობებში მიწევს მუშაობა... ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა :)) ნეტა იცოდეთ რამდენი გარჯა (და ფული) გვჭირდება "მე და ჩემს თანამეინახეებს" ნორმალური (მაგ. ფრანგული) ღვინის დასალევად :) 

შეცდომების გამოსწორება უფრო ადვილია, ვიდრე დამოკიდებულების შეცვლა :)


ND

დანიელ სიბაშვილი - 20 ივლისი, 2010 - 16:49

”...და მიუთითებს იმაზე,რომ ღვინო კიდევ ვიღაცის მიერ არის დამზადებული”. დამზადებასა და ჩამოსხმას შორის მგონი სხვაობაა,ან შეიძლება ჩემი ქართული, რომელიც სულ რაღაც ოცი წელია ვისწავლე, არაა საკმაო. თუმცაღა, როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენს სტატიებსა და რადიო გადაცემებში უხვად არის ესეთი ... და ბოლოს, ნება მიბოძეთ,შემოგთავაზოთ ერთი საიტი,რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი მეგობრის შვილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს: www.findawine.com (moteur de recherche du vin). ამ საიტზე ყველაფერია იმისათვის, რომ შემდგომში, თავიდან აიცილოთ ყველა გაუგებრობა ფრანგულ ღვინოებთან დაკავშირებით. და მაინც გავაგრძელებ თქვენი სტატიების კითხვას და თქვენს მოსმენას რადიოთი.

ND

მალხაზ ხარბედია - 20 ივლისი, 2010 - 16:13

ND–ზე სტატიაში სწორედ ნეგოციანტზეა საუბარი და ის რომ ეს აბრევიატურაა, მემგონი კარგად ჩანს განმარტებაშიც :) (ისევე, როგოც NM, CM და ა.შ.). მესმის, რომ მნიშვნელობა ბოლომდე არაა დაღეჭილი, მაგრამ ეს გახლავთ პირდაპირი თარგმანი ერთ–ერთი ფრანგული გამოცემიდან ამოღებული პუბლიკაციისა.

 


დანიელ სიბაშვილი - 20 ივლისი, 2010 - 15:57

რომელი ერთი, აღარ ვიცი საიდან დავიწყო. მერწმუნეთ,ყველა თქვენი სტატია, რომელიც ფრანგულ ღვინოებს ეხება, უამრავ შეცდომას შეიცავს.ამჯერად თქვენს ყურადღებას ფრანგული ეტიკეტებზე გავამახვილებ. ND - გახლავთ აბრევიატურა, შემოკლება, და ნიშნავს: N - negociant ანუ ქართულად რომ ვთქვათ საბითუმოდ მყიდველს, ხოლო D - distributeur ქართულად გამავრცელებეს. ასეთი კომპანიები დღესაც მრავლად არის საფრანგეთში. მათგან ყველაზე ცნობილი იყო და სამწუხაროდ აღარ არსებობს:La halle aux vins de Bercy, რომელიც პარიზში,მე-12ში, მდებარეობდა.საიდანაც, ხშირად, მე და ჩემს თანამეინახეებს დიდი სამარკო ღვინოებით გვისარგებლია. რაც შეეხება ND ნიშნის მქონე კომპანიებს, საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად მათ ეკძალებათ ღვინის წარმოება და მათი ძირითადი საქმიანობა ღვინის ჩამოსხმით შემოიფარგლება, ხოლო ეტიკეტზე მწარმოებლის რეკვიზიტები აუცილებლად უნდა აისახოს.
მალხაზ ხარბედია - 20 ივლისი, 2010 - 12:33

დიდი მადლობა შენიშვნისთვის. იქნებ უფრო კონკრეტულად მიგვითითოთ შეცდომაზე.


ა. კობახიძე - 20 ივლისი, 2010 - 11:05

ღვინოსთან დიალოგი კორპის საცობის ამოძრობის თანავე ვითარდება. ჩემთვის წარმოუდგენელია კორპის გარეშე ბოთლის ღვინო. ქართული კომპანიებიც იყენებენ უკვე ხრახნიან საცობს, რაშიც ღვინო არანაირად არ ვითარდება, ფაქტიურად აკონსერვებენ. ასეთი ღვინო ჩემთვის მიუღებელია.
დანიელ სიბაშვილი - 20 ივლისი, 2010 - 10:40

დავიბადე და მთელი შეგნებული ცხოვრება საფრანგეთში გავატარე. 60 წელი, ალბათ არც ისეთი ცოთაა, რომ რაღაც რაღაცეებში ვერ გაერკვიო.განსაკუთრებით კი ფრანგულ ღვინოებში. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულისათვის, როგორიც მე ვიყავი,საშუალება მომეცა უფრო საფუძვლიანად მცოდნოდა როდის რა სითხეს ვსავდი. ახლა კი, თქვენი სტატიების წამკითხველს ეჭვი შემეპარა, ამიტომ გადავწყვიტე და ჩემს მეგობარს სერჟ დუბს (Serge Dubs)საფრანგეთის სომელიეთა კავშირის პრეზიდენტს (President de l'Union de la sommellerie francaise-www.sommellerie-france.org)თქვენი სტატიების ზუსტი, დამიჯერეთ,თარგმანი წავაკითხე და სიმართლე გითხრათ მასაც იგივე რეაქცია ქონდა როგორიც მე:"- ძალიან ცუდად ინფორმირებული (tres mal informe)". ამით ყველაფერი ითქვა! მიუხედავად ამისა მაინც გავაგრძელებ თქვენი სტატიების კითვას.
Chiko - 20 ივლისი, 2010 - 10:25

ჩვეულებრივი ღვინისათვის ძალიან კარგია, რაც მალე გადავა კორპის საცობი ასე რომ ვთქვათ ღვინის დალევის რიტუალიდან. იმ ძვირფას ღვინოებზე კი რომლებიც ათასობით და თუნდაც ასობით ევრო ღირს საცობს მაინც ვერაფერი შეუცვლის. იმას აღარ ვიძახი, იმ ღვინოზე რომლებიც ბოთლშიც ძველდება. მისთვის ხო საცობი აუცილებელზე აუცილებელია. P.S. Я так думаю!
მარიამი - 19 ივლისი, 2010 - 14:01

ბადაგონის ვარდისფერი საფერავი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ღვინოა და ჩემს მეგობრებსაც ძალიან შევაყვარე. :))) გაუციებლად ნამდვილად არ დალიოთ, ცოდოა ;)
giorgi - 19 ივლისი, 2010 - 11:19

რო იძახი ხორცი სანამ თეფშზე აღმოჩნდება მანამდე რა გზას გადის რო დამუშავდესო,ისე იძახი გეგონება ადამიანი ადგა ერთ დღეს და ხორცის ჭამა მოუნდა,ღმერთის დაწესებულია ხორცის ჭამა,აბა რისთვის შექმნა მაშინ ცხოველები,მარტო იმიტომ რომ მათი ყურებით დატკბე? ვეგეტარიანელი ხარ,მერე ხვამ რა დაგიშავა შეურაწყოფას რომ აყენებ,ბოდიში უშველის საქმეს,არ ჭამ ხორცს და გაჩუმდი,შენი ორგანიზმი არ მოითხოვს ალბათ ხორცის ჭამის აუცილებლობას,რაღაც გაქვს დარღვეული ორგანიზმში და ეგაა,ცხოველურ ცილებზე და ცხიმებზე მოთხოვნა არა აქვს შენს ორგანიზმს და იმიტომაც არ გინდა რომ ჭამო, ეს კი იმის ბრალია,რომ ორგანიზმი ისეთ ნივთიერებებს გამოიმუშავებს,რომ ხორცი არ უნდება. რა ჯობია კარგი ახალ დაკლული ხორცის ჭამას,მერე კახურ წითელ ღვინოს რომ დააყოლებ. არც არავინ გაძალებს ხორცი ჭამეო და შენც ნუ გვაყენებ შეურაწყოფას ხორცის მჭამელებს ანუ ნაირმჭამელებს.
საქართველოს ღვინის რუკა