Chiko - 30 ნოემბერი, 2010 - 14:27
აქ საქმე იმაში კი არ არის რომ ქართულ ჯიშებს საფრთხე ექმნება, არა – ეგარაპირდაპირი საფრთხეა. ჩემი აზრით საფრთხე იმაშია რო თუ ქართველ მომხმარებლებს შევაჩვევთ შარდონეს, მერლოს, კაბერნეს და სხვა არაქართულ ჯიშებს ეს გზას გაუხსნის უცხოელ მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე და მერე ჩვენ მოგვიწევს მათ მოედანზე, მათი წესებით თამაში. ეს კი არც ისე სახარბიელი პერსპექტივაა. ჩვენ ამით მათ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენი ჯიშები ხო ჩვენი კოზირია.
სარდიონი - 30 ნოემბერი, 2010 - 12:58
უკაცრავად კი ვარ, რომ ვერევი, მარა ...
ბატონო მალხაზ მხარს გიჭერთ!
რადგან ეს ბლოგი მართლაც ერთადერთია მეღვინეობაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ამიტომ მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია რაზეც კი ხელი მიგიწვდებათ, გადარჩევის და შელამაზების გარეშე. სხვაგან პოვნის და წაკითხვის საშუალება უკიდურესად დაინტერესებულ მკითხველს არა მაქვს.
დროა, ამ ქვეყანაში რეალობის ნორმალური აღქმა დაიბრუნოს ხალხმა.
მალხაზ ხარბედია - 30 ნოემბერი, 2010 - 12:36
გეთანხმებით, მაგრამ კანონით აკრძალვა სრულიად ზედმეტია. ჰიბრიდი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს... თანაც არამგონია ამით რაიმე განსაკუთრებულ ტოტს ვჭრიდეთ, იმიტომ, რომ ის მიზერული რაოდენობის შარდონე, კაბერნე, პინო ან მერლო, რაც საქართველოშია გაშენებული, ვერაფერს დააკლებს ქართულ ჯიშებს. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ შეინიშნება ამის ტენდენცია. მაგას ჯობია იმაზე იფიქრონ მეწარმეებმა, ამხელა მრავალფეროვნების პატრონები მარტო საფერავიდან და რქაწითლიდან რომ აყენებენ ღვინოს. ამოვიდა ყელში ეს ერთფეროვნება.
Chiko - 30 ნოემბერი, 2010 - 12:08
კარგი ღვინოა, მარა.........
მომკალით და არ უნდა კეთდებოდეს ქართული ბაზრისთვის არაქართული ჯიშის ყურძნის ღვინო. იმ ტოტს ვჭრით რაზეც ვსხედვართ.
რომ შემეძლოს კანონით ავკრძალავდი.
მალხაზ ხარბედია - 30 ნოემბერი, 2010 - 11:12
ორთოგრაფიულში იმან ჩაიხედოს ხოლმე, ვინც წერა არ იცის :) ორთოგრაფიულ ლექსიკონთან და სწორად და არასწორად წერასთან მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.
მალხაზ ხარბედია - 30 ნოემბერი, 2010 - 11:09
უფრო მეტი ზიანი მოაქვს გადარჩევას, ინფორმაციის გაფილტვრას, კუპიურებს, წარსულის დამახინჯებას და ა.შ.
Anonymous - 30 ნოემბერი, 2010 - 05:05
sasurvelia forma da shinaarsi, am shemtxvevashi recepti ertmanets sheesabamebodes, fotoze gacilebit ufro saintereso tortia carmodgenili
mei - 30 ნოემბერი, 2010 - 02:45
ერთ საქმეს როცა ვაკეთებთ, მეორეს გაფუჭება არ ივარგებს. ქართულ ენას ისევე უნდა მოფრთხილება როგორც ქართულ ღვინოს. ,,ყველს'' მრავლობითი ფორმა არ აქვს, ,,ღვინოს'' - კი.
ორთოგრაფიული ლექსიკონის გადაშლა ყოველთვის საჭიროა :)
ელიზბარ თალაკვაძე - 30 ნოემბერი, 2010 - 02:41
თქვენი დაცინვა და მითუმეტეს ლანძღვა არც მიფიქრია.გავიმეორებ, რომ ვერ ვხვდები რას ემსახურება ასეთი ტექსტების ბეჭდვა. როგორ ფიქრობთ,კორექტულია თეზა – რუსეთის სოციალ–დემოკრატები "კომუნისტური პარტიის მანიფესტს" რომ ავრცელებდნენ, მიზნად ჰქონდათ "ხელმისაწვდომი გაეხადათ პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა გერმანულენოვანი ტექსტი"?
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თქვენ შეგნებულად ღვინის გაკეთებისკენ მოუწოდებთ, მაგრამ თქვენი ბლოგი ერთადერთია მეღვინეობაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში და ბევრ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია.
root - 29 ნოემბერი, 2010 - 22:26
გთხოვთ კომენტარში საიტების რეკლამისგან თავი შეიკავოთ.





