mei - 17 ნოემბერი, 2010 - 14:47
სამარილედან მარილს სამი თითით რომ ამოიღებთ, რამდენიც ამოგყვებათ ეს არის მწიკვი.
პიტა ერთგვარი პურია, თუ არ ვცდები ებრაულ სამზარეულოში არის.
გახუხულ პურზე როცა რამეს გადაუსვამთ (ჯემი ან თუნდაც რაიმე უფრო მარილიანი) არის ტოსტი.
mei - 17 ნოემბერი, 2010 - 14:41
წითელი წიწაკა ევროპაში ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, რადგან ერთი განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა მაცივრისა და ყინულის შემოსვლამდე; სიცხისგან გემოშეცვლილ (ანუ უკვე გაფუჭებულ) ხორცს ბლომად წითელ წიწაკას აყრიდნენ მზარეული და ეს ნიღბავდა მის ცუდ გემოს
სარდიონი - 17 ნოემბერი, 2010 - 07:22
უზომო სიამაყის და სიხარულის გრძნობა დამეუფლა.
უსტუმრესი - 17 ნოემბერი, 2010 - 06:20
იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს მწიკვი? ასე მაინტერესებს რა არის პიტა და ტოსტი
წინასწარ მადლობა
მალხაზ ხარბედია - 16 ნოემბერი, 2010 - 17:25
ვიკიპედიის მიხედვით 545,700 ტონას.
ელიზბარ თალაკვაძე - 16 ნოემბერი, 2010 - 17:16
ხომ არ იცით რუმინეთი სულ რამდენს აწარმოებს?
www.vino.ge
მალხაზ ხარბედია - 16 ნოემბერი, 2010 - 17:02
მე ხომ ხარისხზე არ გედავებით? თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითზე უფრო მარტივ რაღაცას ვგულისხმობდი, ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება? :) სხვათაშორის, ბევრი უხარისხო შაბლიც არსებობს, ისეთი, რომ პოლ მასონს შეუძლიათ ორდენიც კი დაკიდონ ფრანგებმა მათთან შედარებით :)
ელიზბარ თალაკვაძე - 16 ნოემბერი, 2010 - 16:19
ყველაზე კარგი დამცავი მექანიზმი მაინც ხარისხია. მარტივ მაგალითს მოვიყვან – ამერიკული paul masson–ი უშვებს შაბლის, მაგრამ ფრანგებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.
www.vino.ge
მალხაზ ხარბედია - 16 ნოემბერი, 2010 - 10:41
ევროკავშირმა ევროპაში უნდა დაგვიცვას. ლინკიც მაგიტომ დავდე, სადაც სწორედ ევროპულ ფალსიფიკაციაზე იყო საუბარი. თქვენ რასაც ამბობთ ეგ სხვა პრობლემაა, მაგაზე არავინ კამათობს.





