Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

პამიდვრის ტარტატენი

საჭირო მასალა: 2 ფენა ფენოვანი ცომი, 4 ცალი პამიდორი (400 გ), 1 კბილი ნიორი, 4 ღერი ქონდარი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 30 გ თხელ ფენებად დაჭრილი პარმეზანი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ცომის ფენები 2-3 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ შუა-შუა გაჭრილი პამიდვრები და მოვაყაროთ შაქარი. 30 წამის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. დაკეპილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ქონდრის ნახევარი პამიდვრებს მოვაყაროთ. პამიდვრებზე გადავაფაროთ ცომის ფენები, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 220 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. ტარტი ამოვაბრუნოთ, მოვაყაროთ ყველი, დარჩენილი ქონდარი, მარილი და პილპილი, მოვასხათ ლიმონის წვენი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა