Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინელები ნახევრად ტკბილ ღვინოს ამჯობინებენ

უკრაინელთა გემოვნება ღვინის სფეროში, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ შეცვლილა. ისინი, ტრადიციულად, ნახევრად ტკბილ, ნახევრად მშრალ და შემაგრებულ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც ნახევრად ტკბილი ღვინოები სარგებლობს – აცხადებს კომპანია Inkerman International AB-ის გენერალური დირექტორი ანდრეი სტრელეცი. უკრაინისგან განსხვავებით, ევროპაში უფრო მშრალი ღვინოები მოწონთ. სტრელეცის თქმით, უკრაინელთა გემოვნების შესაცვლელად და ევროპულთან მისაახლოებლად, პირველ რიგში, ხარისხიანი პროდუქციის შექმნაა საჭირო. ახალი თაობა, რომელიც აქტიურად დადის საზღვარგარეთ, ფინანსებს არ უჩივის და ევროპულ ღვინოს აჭაშნიკებს, ძირითადად მშრალი ღვინის დამფასებელია. სტრელეცის განცხადებით, მათი რაოდენობა და, შესაბამისად, მშრალ ღვინოზე მოთხოვნა, უკრაინაში აუცილებლად გაიზრდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა