Home
ქართული | English
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

მულტიმედია

კომენტარები

მცირე მარნებისთვის ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების საფასური უქმდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მცირე მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის საფასურისგან გათავისუფლდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ 1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანი გახდა, მცირე მარნებისთვის აღნიშნული სერვისი უფასო იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მცირე მარნების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
მინისტრის თქმით, ცვლილება მიზნად ისახავს მცირე მარნების განვითარების ხელშეწყობასა და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას. 
ამასთანავე, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სერტიფიცირება კვლავ სავალდებულო მოთხოვნად რჩება ყველა მწარმოებლისთვის, რათა ბაზარზე პროდუქციის მაღალი ხარისხი და მომხმარებლის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
აღნიშნული შეღავათი ძალაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ შევა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა