Home
ქართული | English
ივლისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნები 9 მაისს მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალზე

“მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026”-ში მონაწილე საოჯახო მარნების ღვინოები ტრადიციულად ღვინის კლუბის სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობის პირობების თანახმად, საოჯახო მარნებმა სადეგუსტაციო ნიმუშები (2 ბოთლი ღვინო, მინაში ჩამოსხმული), თანდართული ანკეტით, წარმოადგინეს ღვინის კლუბში (2026 წლის 16 მარტი - 3 აპრილი).

სადეგუსტაციოდ საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან შემოვიდა ღვინოები: თბილისი, ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო. 

დეგუსტაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ღვინის კლუბის პარტნიორის - ღვინის ბარ და მაღაზიათა ქსელ 8000 მოსავალში.  სადეგუსტაციო კომისია ღვინის კლუბის მიერ შერჩეული კომპეტენტური ექსპერტებისა და მეღვინეებისგან შედგებოდა. წელს სულ გაისინჯა 83 მარნის 184 ღვინო. აქედან, მონაცემთა შეჯერების შედეგად, ქულების მიხედვით, საფესტივალოდ შეირჩა 50 საოჯახო მარნის 72 ღვინო.  

49 საოჯახო მარანს ფესტივალზე მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ცენტრალური შადრევნის გარშემო მოვუყრით თავს, სადაც შეძლებთ გასინჯოთ შემდეგი ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, საფერავი ბუდეშური, ქისი, ხიხვი, მწვანე კახური, თავკვერი, ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო, ასურეთული შალა, ალექსანდროული, ოჯალეში, ციცქა, ცოლიკოური, ძელშავი, ოცხანური საფერე, ჩხავერი, მტევანდიდი.

დეგუსტაციის შედეგად, 2026 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე წარსდგება: კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს 50 მარანში დაწურული 72 ღვინო (თბილისი - 6 მარანი, კახეთი - 7 მარანი, ქართლი - 18, იმერეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი - 4, გურია - 3, სამეგრელო - 1).

წარმოგიდგენთ ღვინის კლუბის სადეგუსტაციო კომისიის მიერ შერჩეული საოჯახო მარნების სიას და ღვინოების ჩამონათვალს. შეგიძლიათ, აქედანვე მოინიშნოთ თქვენთვის საინტერესო ღვინოები 9 მაისისთვის:

თბილისი
1. გიორგი ირემაშვილი, „საღვინე სახლი თბილისი“
ღვინო: რქაწითელი-ჩინური; რქაწითელი
2. მეღვინეობა პი
ღვინო: საფერავი
3. ა კიდო ჯგუფი
ღვინო: მწვანე კახური-რქაწითელი-ხიხვი
4. ოთარ მუმლაძე „ვაკევისა“
ღვინო: რქაწითელი-ციცქა (პეტ-ნატი); რქაწითელი-ჩინური-გორული მწვანე (პეტ-ნატი); თავკვერი-საფერავი (პეტ-ნატი);
5. თეონა მჭედლიძე, ლონდარიძეების ბიო ღვინო
ღვინო: საფერავი
6. მეღვინეობა ამბოხი
ღვინო: გორული მწვანე-კრახუნა; ცოლიკოური; 
 
ქართლი
7. მეღვინეობა ბაგინეთი
ღვინო: შავკაპიტო; საფერავი
8. წამალაიძის მარანი
ღვინო: საფერავი ბუდეშური
9. ექსპონატი
ღვინო: ალექსანდროული როზე; რქაწითელი; ქისი; ალექსანდროული
10. საბა მზარეულიშვილი, „მეღვინეობა კამარა“
ღვინო: ქისი
11. შანოს საოჯახო მარანი
ღვინო: ქისი
12. გურამ ავქოფაშვილი, ძმების მარანი
ღვინო: საფერავი; რქაწითელი
13. ნიკოლოზ ირემაშვილი - „რაჭისუბანი“
ღვინო: მუსკატური რქაწითელი
14. ბოლნისის ძველი მარანი
ღვინო: ასურეთული შალა
15. Kobuladze Wine Cellar ქობულაძის მარანი
ღვინო: საფერავი
16. ბერძენაძის მემკვიდრეობა
ღვინო: საფერავი
17. თეოფან ფრუიძის მარანი
ღვინო: საფერავი-თავკვერი; რქაწითელი
18. ნუცმინო
ღვინო: რქაწითელი; საფერავი
19. გია კორტავა მარანი „კორტაველი“
ღვინო: საფერავი
20. თეიმურაზ გიუაშვილი
ღვინო: ჩინური-გორული მწვანე; თავკვერი
21. პაპუნა აბულაძე, შარამანი
ღვინო: ჩინური
22. კაპიტოს მარანი
ღვინო: ჩინური; გორული მწვანე
23. ალბერტ მუხაძე
ღვინო: თავკვერი
24. ვალერიან ახვლედიანი, „კავთა ვაინს“
ღვინო: გორული მწვანე; შავკაპიტო
 
კახეთი
25. წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი
ღვინო: რქაწითელი
26. ანდრო გოცირიძე, „გოცირიძის მეღვინეობა“ 
ღვინო: მუსკატური რქაწითელი-ქისი-ხიხვი
27. თამთა აივაზიშვილი „დების ღვინო“
ღვინო: კახური მწვანე; წარაფი
28. PILI ფილი
ღვინო: რქაწითელი-ქისი-მწვანე
29. თემურ კახოიძე მეღვინეობა "მარიენფელდი"
ღვინო: ხიხვი
30. MVM WINE
ღვინო: საფერავი
31. თორნიკე ნანობაშვილი, „ღვინობისთვე“
ღვინო: რქაწითელი
 
იმერეთი
32. ლაშა გურული „ენკენი“
ღვინო: ძელშავი
33. დავით კაპანაძე, ტყლაპის მარანი
ღვინო: ოცხანური საფერე
34. ირაკლი მინაძე - მინაძის მარანი „ფერსვი“
ღვინო: ოცხანური საფერე
35. ნანოს ვაინი
ღვინო: ოცხანური საფერე
36. გივი ნემსაძე, ნემსაძეების მარანი „ფერისათი“
ღვინო: საფერავი
37. მეღვინეობა რერო
ღვინო: ციცქა, ცოლიკოური, პეტ-ნატი
38. ღვინოვანი
ღვინო: ცოლიკოური
39. რატი სამხარაძე / Good Wine
ღვინო: ციცქა (პეტ-ნატი)
40. ლაშა მოწონელიძე - მოწონელიძეების მარანი
ღვინო: საფერავი
41. შალვა ხაჟალია, მარანი „ხაჟალია“
ღვინო: ძელშავი
 
რაჭა-ლეჩხუმი
42. ამირან მეგრელი, საოჯახო მარანი „ჩერალი“
ღვინო: ორბელური ოჯალეში; ცოლიკოური
43. გიორგი გოლეთიანი - გოლეთიანის საოჯახო მარანი
ღვინო: ცოლიკოური
44. რაჭის მამულები  
ღვინო: საფერავი-ალექსანდროული-მუჯურეთული
45. ლუკა ბილაშვილი, „ღვინო ამიწიე“
ღვინო: ცოლიკოური
 
სამეგრელო
46. ხატია პოლინევა-ჯახუა,  საოჯახო მარანი „არგვანი“
ღვინო: ჩინური; ციცქა
 
გურია 
47. გია ჯამბერიძის მარანი
ღვინო: ჩხავერი
48. ლუკა მეფარიშვილის მევენახეობა
ღვინო: ჩხავერი
49. Nodos Wine
ღვინო: ჩხავერი; მტევანდიდი; ალადასტური; როზე
 
აქვე შეგახსენებთ, რომ დეგუსტაციის წესით შერჩეული საოჯახო მარნებთან ერთად,  ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70 ღვინის დიდი, საშუალო და მცირე კომპანია, ღვინის სექტორთან დაკავშირებული 2 კომპანია და მცირე მეწარმე (1), სულ - ფესტივალის 123 მონაწილე.

„მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 2026-ის“ სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი „8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა