
ფოტო: ხუან მიგელ ორტუნიო მარტინესი, „საცავის სიღრმეებში“
World Food Photography Awards მსოფლიოში საკვებისა და სასმელის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 2011 წლიდან აერთიანებს პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა Louis Jadot Wine Photographer of the Year, რომელიც ღვინის კულტურასა და მეღვინეობის მრავალფეროვან სამყაროს ეძღვნება.
2026 წელს ამ კატეგორიის მთავარი ჯილდო ესპანელმა ფოტოგრაფმა ხუან მიგელ ორტუნიო მარტინესმა მოიპოვა ნამუშევრით „საცავის სიღრმეებში“, რომელმაც ჟიური თავისი ემოციური სიღრმით, კომპოზიციური სრულყოფილებითა და მეღვინეობის ნაკლებად ხილული პროცესის მხატვრული წარმოჩენით მოხიბლა.
ფოტოზე ასახულია მიწისქვეშა ღვინის ავზის გაწმენდის პროცესი, ეს სამუშაო საბოლოო პროდუქტის ხარისხისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მაყურებლისთვის თითქმის ყოველთვის უხილავი რჩება. სინათლისა და ჩრდილის კონტრასტი, სივრცის მასშტაბი და ადამიანის ფიგურა ერთიანად ქმნის დრამატულ ვიზუალურ თხრობას, რაც ადამიანურ შრომას და მეღვინეობის ყოველდღიურ, თუმცა შეუმჩნეველ რეალობას ასახავს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი