Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარდგენა გერმანიის კუნძულ ზილტზე

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და გერმანიის ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანიის  კუნძულ ზილტზე (Sylt) ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით ჩატარდა. დეგუსტაციის მიზანს ქართული ღვინის, როგორც უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების მქონე ქვეყნის პროდუქტის, გერმანელი ღვინის პროფესიონალებისა და მომხმარებლებისთვის გაცნობა და ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე მისი პოზიციონირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ქართული ღვინის წარდგენას უძღვებოდა გერმანიის ღვინის ბაზარზე ცნობილი სომელიე და ლექტორი ნილს ლაკნერი (Nils Lackner). მისი ხელმძღვანელობით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დაეგემოვნებინათ და უფრო დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის კულტურას, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული ღვინის ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა