გამოქვეყნებულია: 23 ოქტომბერი, 2026 - 15:01

ხვალინდელი საფესტივალო აქციისთვის, „ღვინის კლუბმა“ სრულიად ახალი პლატფორმა მოამზადა. გაიცანით ფესტივალის „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2026“ ონლაინ კატალოგი, რომელიც თქვენი პირადი მეგზური იქნება ახალი გემოების აღმოჩენის სამყაროში!
ბმულზე გადასვლით შეძლებთ:
- წინასწარ გაეცნოთ მონაწილე მარნებსა და მათ უნიკალურ ღვინოებს;
- მარტივად დაგეგმოთ თქვენი საფესტივალო მარშრუტი;
- აღმოაჩინოთ სრულიად ახალი სახელები ქართულ მეღვინეობაში.
- გადადით ბმულზე, შეინახეთ გზამკვლევი და შეხვდით ფესტივალს მომზადებული: https://newwineries.wineclub.ge/
24 ოქტომბერი | 12:00 - 19:00 სთ
მთაწმინდის პარკი, კლუბი „ანდერვილი“
ბილეთები tkt.ge
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:







თქვენი კომენტარი