Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კახი ფარეშიშვილი, კახის ღვინო, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (55)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ღვინოს ოჯახში ყოველ წელს ვწურავდით. 2017 წელს გადავწყვიტეთ აგვეშენებინა მარანი და ღვინო მამა-პაპურად ქვევრში ჩაგვეწურა. ჩვენი მიზანი და სურვილი იყო გაგვეცოცხლებინა ძველი ტრადიციები.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გვაქვს პატარა ვენახი სოფელ თოხლიაურში, სადაც ახალშენია კახური მწვანის, ასევე იგეგმება გაზაფხულზე ხიხვის და სიმონასეული წითელის გაშენება. ინტერესი გვაქვს გრძელმტევანასა და კახური მცვივანის ჯიშებიც გავაშენოთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

–  ამ ეტაპზე ბოთლებში ჩამოსხმული გვაქვს საფერავი და რქაწითელი, რომლებმაც ქვევრის საერთაშორისო კონკურსზე დაიმსახურეს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი გამოცდილება გაყიდვებთან დაკავშირებით მივიღეთ ახალი ღვინის ფესტივალზე. "კახის ღვინო" თითქმის ყველა ღონისზიებაზე იღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე რამდენიმე ღვინის ბარსა და მაღაზიაში გვაქვს შეტანილი ჩვენი ღვინო.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ჯერჯერობით არა, მომავალში იგეგმება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– მეტი ლიტერატურა უნდა იყოს მეღვინეობის თემაზე. ასევე ინფორმაციის მოძიების და გაცვლის სქემა, შეხვედრები და ლექციები გამოცდილ მეღვინეებთან.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარება, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– წარმატებები, წარმატებები და კვლავ წარმატებები...

მარნის დასახელება: "კახის ღვინო",

მისამართი: თბილისი, გლდანი, ზ. მაისურაძის ქ. #4ბ.

ტელეფონი: (+995)577208495; 555403106.

ელფოსტა: qvevriwinekm@gmail.com

ვებგვერდი: კახის ღვინო km qvevriwine

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა