Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ონისე უგრეხელიძე, ოყურეშის მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (54)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– 2015 წელს გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინო ბოთლებში. მანამდე ღვინოს შიდა საოჯახო მოხმარებისთვის ვამზადებდით, მაგრამ რომ გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან და კარგ ღვინოზე, ჩვენც გადავწყვიტეთ ჩამოსხმა და ბაზარზე გამოტანა.  

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გაშენებული გვაქვს უსახელაურის და ცოლიკაურის ჯიშის ვაზები და ამ ეტაპზე სხვა ჯიშებზე ყურადღების გამახვილებას არ ვგეგმავთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ჩვენ ვაწარმოებთ 2 სახის ღვინოს - უსახელაურს და სამანდარიოს ცოლიკაურს. ორივე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულობით, იწარმოება შეზღუდული რაოდენობით და ორივე ნახევრადტკბილია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი ღვინო შევიტანეთ „ღვინის გალერეაში“ (წინამძღვრიშვილის 39-ში) და გაგარინზე მდებარე ღვინის მაღაზიაში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ვცდილობთ გავიტანოთ უცხოეთის ბაზარზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით დიდი წარმატებები არ გვაქვს.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ჩვენი აზრით, სახელმწიფო მეტად უნდა უწყობდეს ხელს მცირე მეწარმეებს ქვეყნის გარეთ მათი ღვინის რეკლამირებასა და ექსპორტში; ამ ეტაპზე, ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო არ გამოყოფს ამაზე არანაირ სახსრებს. ასევე არ ხდება ღვინის ხარისხის და ადგილწარმოშობის ღვინის რაოდენობის კონტროლი.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ღვინის მრავალფეროვნებას და უნდა შეიზღუდოს ისეთი მასიური ჯიშების გაშენება, როგორიცაა რქაწითელი და ა.შ. უნდა გადავიდეთ ძველი უნიკალური ჯიშების აღდგენაზე-წარმოებაზე. ქართული ღვინის ძველთაგანვე არსებული მრავალფეროვნება უნდა გახდეს ჩვენი ღვინის კულტურის განვითარების მთავარი ფაქტორი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– აქცენტირება გააკეთონ იშვიათ ჯიშების ვენახისა და ღვინის წარმოებაზე.

მარნის დასახელება: შპს ოყურეშის მარანი

მარნის მისამართი: ლეჩხუმი, ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში

ტელეფონი: +995 599244141; +995 591548445

ელფოსტა: okureshismarani@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Okureshi Wine-cellar

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა