Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

დღის ფოტო: ხელი საღვინე ჭურჭელში

Errazuriz Wine Photographer of the Year – 2025 წლის კონკურსზე, გამარჯვებულთა შორის ფრანკ ტრემბლეს მიერ გადაღებული ფოტო დასახელდა.

ფრანკ ტრემბლეს ფოტოში „ხელი საღვინე ჭუჭელში“ მნახველი ეზიარება ღვინის დამზადების ისეთ ინტიმურ მომენტს, რომელიც ხშირად მხედვლების მიღმა რჩება. ფოტო გადაღებულია დომენ ალენ გრაიოში (Domaine Alain Graillot) — კროეზ-ერმიტაჟში, ჩრდილოეთ რონაში, საფრანგეთში.

ერთი შეხედვით ფოტო შესაძლოა თრილერის კადრს წააგავდეს, მაგრამ დაკვირვებიდან მალევე ირკვევა, რომ ეს ღვინის წვენია და არა სისხლი. ეს კადრი ხელოვნებაა, რომელიც შრომისა და გარდაქმნის პროცესის შესახებ გვიამბობს.

2025 წლის ღვინის ფოტოგრაფიის კონკურსის ჟიურიმ  აღნიშნული ფოტო შეაფასა როგორც დრამატული კომპოზიციისა და ღრმა სიმბოლიკის მქონე. „თვალი ავტომატურად ცენტრისკენ მიდის, ეს ძალიან პოეტური და გულწრფელი კადრია“ – თქვა ჟიურის წევრმა, Decanter-ის ხელოვნების რედაქტორმა პატრიკ გრაბჰამმა.

ფრანკ ტრემბლეს ეს ფოტო არა მხოლოდ ფოტოდოკუმენტაციაა, არამედ ერთგვარი გამოწვევაც მნახველისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა