

Errazuriz Wine Photographer of the Year – 2025 წლის კონკურსზე, გამარჯვებულთა შორის ფრანკ ტრემბლეს მიერ გადაღებული ფოტო დასახელდა.
ფრანკ ტრემბლეს ფოტოში „ხელი საღვინე ჭუჭელში“ მნახველი ეზიარება ღვინის დამზადების ისეთ ინტიმურ მომენტს, რომელიც ხშირად მხედვლების მიღმა რჩება. ფოტო გადაღებულია დომენ ალენ გრაიოში (Domaine Alain Graillot) — კროეზ-ერმიტაჟში, ჩრდილოეთ რონაში, საფრანგეთში.
ერთი შეხედვით ფოტო შესაძლოა თრილერის კადრს წააგავდეს, მაგრამ დაკვირვებიდან მალევე ირკვევა, რომ ეს ღვინის წვენია და არა სისხლი. ეს კადრი ხელოვნებაა, რომელიც შრომისა და გარდაქმნის პროცესის შესახებ გვიამბობს.
2025 წლის ღვინის ფოტოგრაფიის კონკურსის ჟიურიმ აღნიშნული ფოტო შეაფასა როგორც დრამატული კომპოზიციისა და ღრმა სიმბოლიკის მქონე. „თვალი ავტომატურად ცენტრისკენ მიდის, ეს ძალიან პოეტური და გულწრფელი კადრია“ – თქვა ჟიურის წევრმა, Decanter-ის ხელოვნების რედაქტორმა პატრიკ გრაბჰამმა.
ფრანკ ტრემბლეს ეს ფოტო არა მხოლოდ ფოტოდოკუმენტაციაა, არამედ ერთგვარი გამოწვევაც მნახველისთვის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com