Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

თბილისში ღვინის ახალი ბარი და მაღაზია - The Wine - დივაინი - გაიხსნა

თბილისის ღვინის კულტურამ კიდევ ერთი საინტერესო სივრცე შეიძინა. ირაკლი აბაშიძის N64-ში ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინომ“ გახსნა ახალი ტიპის ღვინის მაღაზია და ბარი  - The Wine - დივაინი - რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, მრავალფეროვნებაზე და მომხმარებლის გამოცდილების გამდიდრებაზე. ახალი კონცეფცია აერთიანებს როგორც საცალო გაყიდვებს, ისე ბარის ფორმატს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ღვინო არა მხოლოდ შეიძინონ, არამედ ადგილზეც დააგემოვნონ.

სივრცის მთავარი იდეა ღვინის მოყვარულიბისთვის მსოფლიოს წამყვანი მეღვინეობის რეგიონებისა და სხვადასხვა ღვინის  გაცნობაა.  აქ წარმოდგენილი ასორტიმენტი შერჩეულია განსაკუთრებული ყურადღებით - თითოეული ღვინო შეფასებულია ხარისხის, სტილისა და ფასის შესაბამისობის მიხედვით. ბარის მიზანი  იმ მეღვინეების აღმოჩენაა, რომლებიც ავთენტურ და მაღალი დონის პროდუქტს ქმნიან.

დივაინის მიზნებზე, კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე Vinoge.com-ს  „თბილღვინოს“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მარგველაშვილი ესაუბრა.

ალექსანდრე მარგველაშვილი: „დივაინის მთავარი მიზანი და კონცეფციაა ქართული ღვინის მოყვარულსა და მომხმარებელს გაუზიაროს მსოფლიოს წამყვანი ღვინის რეგიონების და კონკრეტული მეღვინეების ღვინოები იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ცნობილი და მაღალი ხარისხის ღვინო.  პირველ რიგში ჩვენთან, მეღვინე იქნება თუ უბრალოდ ღვინის მოყვარული, გაეცნობიან, თუ როგორი უნდა იყოს მაღალხარისხიანი და ასე ვთქვათ, შედარებით პრემიალური ფასის ღვინო.

90-ზე მეტი პროცენტი ჩვენი პორტფელის ექსკლუზიური მეღვინეობებია და სწორედ ეს არის „დივაინის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა. ჩვენი ექსპერტიზით, კომპეტენციით და კონტაქტებით საერთაშორისო ღვინის ქვეყნებში, ისეთი ღვინოები შევარჩიეთ, რომელიც მხოლოდ  „დივაინში“ და ჩვენს პატრნიორ რესტორნებში იქნება ხელმისაწვდომი. ეს ღვინოები მიზანმიმართულადაა შერჩეული, თითოეული სახეობა, ნებისმიერი საფასე კატეგორიის. აბსოლუტურად ყველა ღვინო გასინჯული გვაქვს და ამის შემდეგ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება.

ამასთან, ღვინის ენთუზიასტებსა და მოყვარულებს ჩვენი ბარი ჭიქით გასინჯვის ფორმატს სთავაზობს, რაც მოიაზრებს იმას, რომ თუ  მთელი ბოთლის შეძენა და დალევა არ სურს მომხმარებელს, შეეძლება ჭიქით გასინჯოს და თანაც, რამდენიმე სხვადასხვა ღვინო. რა თქმა უნდა, ბარში დეგუსტაციები და ღონისძიებებიც გვექნება.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა