ალექსანდრე - 31 დეკემბერი, 2013 - 06:28
ჩემის აზრით ლიტრობით ღვინის სმას უნდა დავანებოთ თავი და მერე მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში "პახმელიაზე" გამოსვლის ფიქრის ნაცვლად, ბევრი საქმის კეთებაზე რომ იყოს გადასული, ქვეყანასაც ეშველება და ღვინის განვითარებასაც.
მე მაგალითად ბოლო წელს სულ ორჯერ გავსინჯე ქვევრის ღვინო, მაგრამ იმის მაგივრათ რომ გამომტყვრალვიყავი, უფრო ღვინის გემო მაინტერესებდა და მაგიტომაც 20 ან 30 ლარი (ეგეთი ღვინოებიც არსებობს) არ მენანება სიამოვნების მიღებისთვის. ანუ ჯობს ცოტა და ხარისხიანი.
მაგრამ ბევრ ღვინოს გაბერილი ფასები რომ აქვს საქართველოში, ესეც რეალობაა. ამიტომ მე ყოველთვის ღვინის მწარმოებელსაც ვაკვირდები.
ვამეხ ვახვარი - 31 დეკემბერი, 2013 - 00:40
ქვეყანაში სიღატაკე სუფევს და ქართულ ღვინოებს 80 და 100 ლარები ადევთ. ჩამოსასხმელი ათი ლარი ღირს და თურმე ვისაც ეძვირება იმან ცივი წყალი დალიოს. რით უნდა გაამართლო ეს. ვიღაცა ზემოთ ალავერდზე და მის "ლეგენდაზე" საუბრობდა, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მაიკლ პორტერის წიგნების ზედმეტად კითხვას, რეალობისთვის შეგვეხედა თვალებში ის აჯობებდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს და პლუს ამას ეს ხელფასი უზომოდ არათანაბრადაა გადანაწილებული. ვიღაცა კიდე მაკროეკონომიკის სპეციალისტი აღმოჩნდა და გვიხსნის რანაირად ყალიბდება ფასი ბაზარზე. როცა შენი მთავარი კლიენტი სახელმწიფო და მისი ორგანიზებით მოწყობილი ბანკეტებია, მაშინ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს მოთხოვნა მიწოდებაზე და მსგავს ბოდვაზე. ამას რეგულირებული სფერო ქვია ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ჩვეულებრივი ქართველი ღვინის მოყვარული რო ღვინოს ვერ გასინჯავს საგანგაშოა ეს ფაქტი.
...და ჩვენ ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ვაპირებთ?
ვამეხ ვახვარი - 30 დეკემბერი, 2013 - 01:27
ჩემი აზრით სწორიცაა რო არ სთავაზობენ, შემდეგი მიზეზების გამო:
1. უცხოელისთვის რთული გასაგებია, როგორ შეიძლება ერთ ჯერზე გამოცალო თუნდაც ჩვეულებრივი ჭიქა ღვინო (საუბარი არაა განსხვავებულ სასმელზე).
2. ღვინის კლასიკურ ბოკალებს თავიანთი ფუნქციები აქვთ, რაც ღვინის სმას უფრო სასიამოვნოს ხდის. ქართული განსხვავებულების უმეტესობას ეს ფუნქცია არ გააჩნია და პრაქტიკული გამოყენება ასეთი სასმისებისა უცხოელისთვის ფაქტიურად ნულის ტოლია.
3. აქედან გამომდინარე, განსხვავებულ სასმისს უცხოელისთვის მხოლოდ სუვენირის დანიშნულება თუ ექნება და თუ ეს ასეა, მაგისთვის სუვენირების მაღაზიები არსებობენ, სადაც შეიძლება მათი შეძენა.
4. მე უზომოდ ვაფასებ თითქმის ყველაფერს ქართულ ტრადიციულს, მაგრამ ის, რომ განსხვავებული სასმისები უცხოელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ჩვენგან შექმნილი მითია.
თამუნა - 29 დეკემბერი, 2013 - 23:33
იცით რა მაინტერესებს?
რატომ არა აქვს სარესტორნო ქსელებს იმისი დაინტერესება ან სურვილი,რომ განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისათვის შეთავაზებული იყოს ის განსხვავებული სასმისები,რაც ხაზს გაუსვამს ძველი ქართული სასმისების ისტორიას და ამით წარუშლელ კვალს დატოვებს მათ მეხსიერებაში
ვამეხ ვახვარი - 29 დეკემბერი, 2013 - 00:36
დასაყრდნობი წყაროა, თუმცა იქ ერთ-ერთ უძველეს მარანზეა ლაპარაკი. არავინ არაფერში შეგვედავოს ღვინოსთან დაკავშირებით, თორე კიდე უფრო ძველ გათხრებს აღმოუჩენთ :)
მალხაზ ხარბედია - 28 დეკემბერი, 2013 - 22:13
ქართული ღვინის იმიჯზე სულ გვიწევს ჩვენ საუბარი ბოლო წლების მანძილზე. ამ საიტზეც ნახავთ არაერთ მასალას. მომავალ წელს კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება პოლემიკა ამასთან დაკავშირებით :)
ესეც წყარო:
Anonymous - 28 დეკემბერი, 2013 - 02:24
მსგავსი სისულელე არ გეთქვათ .. ))) ისაუბრებ ემოციურად და წვეთი არ დარჩება
ვამეხ ვახვარი - 28 დეკემბერი, 2013 - 01:41
არადა მნიშვნელოვანი თემაა, თანაც უკვე დღეს როცა უკვე ვიცით რომ ქართული ღვინო შევიდა რუსულ ბაზარზე. გარკვეულ წილად გასაგებია ქართველი ღვინის მწარმოებლების ეიფორია, მაგრამ რატომღაც ხანგრძლივ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ მე პირადად უფრო ნეგატიურად ვაფასებ რუსული ბაზრის გახსნას. ერთი საშიშროება ის არის, რომ ქართული ღვინის წარმოება კვლავ დაუბრუნდება მასობრივ და აქედან გამომდინარე იაფიან პროდუქციას, რის შედეგადაც 2005-დან მოყოლებული დღემდე გაწეული შრომა ასე რომ ვთქვათ წყალში ჩაიყრება, რადგან მე პირადად გამორიცხულად მიმაჩნია, რომ დღევანდელი ფასების ქართული ღვინო 2005 წლამდე რუსულ ბაზარზე გაყიდული ღვინოების რაოდენობას მიუახლოვდეს. აქ ვერ დავეთანხმები გიორგის როცა ამბობს, ქართული ღვინის ფასი არ გაზრდილაო. რა თქმა უნდა გაიზარდა და ასეც უნდა იყოს, უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია უფრო ძვირი უნდა ღირდეს. მეორე საშიშროება კიდევ ისაა, რაც ყველამ კარგად ვიცით - რუსსეთთან არსებული მსხვრევადი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის და ემბარგოს გამეორების საშიშროება. გეთანხმებით ორთავეს, როცა ამბობთ რომ ბოთლის ღვინის ფალსიფიცირების საშიშროება უფრო ნაკლებია ვიდრე ჩამოსასხმელის, მაგრამ აქვე შეგახსენებთ რუსეთში ღვინის ექსპორტის მესამე კონტრას: ვთქვათ მივაგენით ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე, მე მაინტერესებს რა სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მიგაჩნიათ შესაძლებლად და რომელ სასამართლოში. მე მგონი მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ ჩემი სკეპტიციზმით. არ შეიძლება აქ მალხაზის მოსაზრება არ გაიზიარო და თქვა რომ ქართული ღვინის ფეხზე დაყენება მხოლოდ საშუალო და მაღალფასიან ღვინოშია, ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. და ამ გზაზე არა მგონია რუსეთის ბაზარი დაგვეხმაროს.
ვამეხ ვახვარი - 27 დეკემბერი, 2013 - 23:01
აღიარების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და არც აღმოჩენების გვერდის ავლას ვაპირებთ, ოღონც წყაროსაც გააჩნია რამდენად შეიძლება დაეყრდნო ასეთ აღმოჩენებს. აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია მართლაც სასარგებლოა და საინტერესო. კარგი იქნებოდა თუ ამ ვებ-გვერდის ავტორები ასეთი სტატიების წარმომავლობას მიუთითებენ, უბრალოდ რომ მკითხველმა შეძლოს ობიექტური შეფასება. მე ინტერნეტში ვეძებე წყარო და სამწუხაროდ ვერ მივაგენი. ისე, რაც ქართული ღვინის იმიჯს შეეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა და დისკუსიას იმსახურებს, იქნებ დაიბადოს ამასობაში სიმართლე და ისეთი იდეა, რაც ყველას წაადგება.
მალხაზ ხარბედია - 27 დეკემბერი, 2013 - 14:30
ქართული ღვინის იმიჯს რა უფრო ვნებს ეგ კიდე გასარკვევია და ცალკე საუბრის თემაა :) საქართველო რომ ღვინის აკვანია, ეგ არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა აღმოჩენას დუმილით უნდა ავუაროთ გვერდი. აქ საუბარია ერთ კონკრეტულ აღმოჩენაზე, რომელსაც მეცნიერებმა თავისი განსაზღვრება მისცეს. გარდა ამისა, თუკი გადახედავთ უძველესი ღვინის ისტორიას და ნაშთების ქიმიური ანალიზის კვლევის შედეგებსაც ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ, კლასიკური ანტიკურობის სამყაროში და ცხადია მანამდეც, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ასეთი მინარევები.





